Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებმუხლი 9

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

მუხლი 9. დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობის განხორციელების წესები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014
თემები:DAO-ს ფორმირება და გაშვება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567899¹10

1.თვითმმართველი ერთეულის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი ზედამხედველობის ორგანო.

2.ზედამხედველობის ორგანო დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამის სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველმყოფ სამთავრობო დაწესებულებასთან (დაწესებულებებთან) კონსულტაციის გათვალისწინებით.

3.დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობას ექვემდებარება დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტები.

4.ზედამხედველობის ორგანო დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ხოლო „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ს შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიმართ − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებიდან (გამოცემიდან) არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ზედამხედველობის ორგანოს აცნობებს ამ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებისა და მათი „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ გამოსაქვეყნებლად გაგზავნის თაობაზე.

5.ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მოსთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირს), ცვლილება შეიტანოს ნორმატიულ აქტში ან გააუქმოს იგი, თუ ზედამხედველობის ორგანო ამ ნორმატიული აქტის არსებული სახით მიღებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

6.თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) მიღებიდან 10 დღის განმავლობაში არ შეასრულებს ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნას, ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს აღნიშნული ვადის გასვლიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მიმართოს საქართველოს მთავრობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) შესაბამისი ნორმატიული აქტის ან აქტის ნაწილის გაუქმების შესახებ წინადადებით. საქართველოს მთავრობა ზედამხედველობის ორგანოს წინადადებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წინადადების მიღებიდან 1 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) შესაბამისი ნორმატიული აქტის ან აქტის ნაწილის გაუქმება დაუშვებელია.

7.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირს) უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გაასაჩივროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტის ან აქტის ნაწილის გაუქმების შესახებ, თუ იგი ამ გადაწყვეტილებას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს.

8.დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებული საქმიანობის მიზანშეწონილობის განხილვის მიზნით, ზედამხედველობის ორგანოს შეუძლია მოსთხოვოს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირს), მოთხოვნიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში გაუგზავნოს მას ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) სამართლებრივი აქტები, შეხვედრებისა და სხდომების ოქმები, ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალები, საფინანსო დოკუმენტაცია და ა.შ..

9.ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს მოსთხოვოს მათ მიერ მიღებული (გამოცემული) იმ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გაგზავნა, რომლებიც უკავშირდება დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენებას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ზედამხედველობის განმახორციელებელ თანამდებობის პირს გაუგზავნოს მის მიერ გამოთხოვილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში მიზანშეუწონლობის მოტივით გააუქმოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის გადაწყვეტილება მიზანშეუწონლობის მოტივით ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9¹.თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში გამოცემული ნორმატიული აქტით ზიანი ადგება სახელმწიფო უსაფრთხოებას , კულტურული მემკვიდრეობის დაცვას , გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობას, სახელმწიფო ორგანოების , აგრეთვე ორგანიზაციებისა და დაწესებულებების გამართულ ფუნქციონირებას , მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას, ან იგი იწვევს გამოუსწორებელ, მძიმე ზიანს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს უფლება აქვს, შესაბამის თვითმმართველი ერთეულის თანამდებობის პირებთან კონსულტაციისა და მათი გაფრთხილების შემდეგ, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტის შეჩერებისათვის ან/და გაუქმებისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება. ზიანის აღკვეთის ათვის ან/და თავიდან აცილებისათვის სათანადო ღონისძიებების თაობაზე გადაწყვეტილებები შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

10.თუ ზედამხედველობის ორგანო მიიჩნევს, რომ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი სახსრები არამიზნობრივად იხარჯება, იგი უფლებამოსილია არა უმეტეს წელიწადში ერთხელ მოითხოვოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აუდიტის ჩატარება. საქართველოს 2008 წლის 16 დეკემბრის კანონი №711 - სსმ I, №39, 24.12.2008 წ., №244 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1888 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., №209 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2516 - სსმ I, №4, 20.01.2010 წ., №11 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3282 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., №211 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4564 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 ივლ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 იან. 2010 – 1 იან. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2012

    მე-9 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის მოხელეთა სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი და არა კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

  2. 16 მაი. 2011· გამოქვეყნდა 5 მაი. 2011

    მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩანაცვლდა: ამოღებულია სამინისტროს მიერ დასკვნის დაუყოვნებლივ გადაგზავნის ვალდებულება, ხოლო დელეგირებულ უფლებამოსილებებზე დაემატა დასკვნის გარეშე ზედამხედველობისა და მე-2 სამუშაო დღეში შეტყობინების წესი.

  3. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 9 ნოე. 2009

    მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში ახლებურად არის ჩამოყალიბებული იუსტიციის სამინისტროს ვალდებულება, სამართლებრივი დასკვნა გაცემისთანავე გადაუგზავნოს ზედამხედველობის ორგანოს.

  4. 15 ივლ. 2010· გამოქვეყნდა 12 ივლ. 2010

    მე-9 მუხლში ამოღებულია სამინისტროს მიერ აქტის რეგისტრაციისთანავე დასკვნასთან ერთად გადაგზავნის ძველი წესი, ხოლო მე-5 პუნქტში 15-დღიანი ვადის დასაწყისად აქტის გამოქვეყნებაა განსაზღვრული.

  5. 5 იან. 2009· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2008

    მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში გადაგზავნის ვალდებულების ადრესატად დარჩა მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ტერიტორიული ორგანოს მითითება ამოღებულია. მე-10 პუნქტის ბოლოს დაემატა „, №244“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • DAO-ს სტრუქტურის დიზაინი და მმართველობის მოდელისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 5 თებ. 2014 · №8

  • 5 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2012
  • 7 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ნორმატიული აქტების… 19ნორმატიული აქტების… 19ნორმატიული აქტების… 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

  • 8სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების წესი
  • 10დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა ზედამხედველობის ორგანოს მიერ
  • 3ზედამხედველობის ორგანოები

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 17უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები
  • 15თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 133დარგობრივი ზედამხედველობა
  • 136ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება
  • 132სამართლებრივი ზედამხედველობა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 75თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 30

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 43სამსახურებრივი ზედამხედველობის ამოცანა და ორგანიზაცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 30

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30810317157519191943133136132309
მითითებამნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…ადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 5 თებ. 2014 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026