Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებმუხლი 8

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

მუხლი 8. სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების წესი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი ზედამხედველობის ორგანო.

2.ზედამხედველობის ორგანო სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ხოლო „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ს შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიმართ – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებიდან (გამოცემიდან) არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ზედამხედველობის ორგანოს აცნობებს ამ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებისა და მათი „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ გამოსაქვეყნებლად გაგზავნის თაობაზე.

3.სამართლებრივ ზედამხედველობას ექვემდებარება საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და გამოქვეყნების პროცედურები განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია სამართლებრივი დასკვნა მისი გაცემისთანავე გადაუგზავნოს შესაბამის ზედამხედველობის ორგანოს.

5.თუ ზედამხედველობის ორგანო ნორმატიულ აქტს კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს, იგი უფლებამოსილია ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირს) ამ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მოტივირებული წერილობითი მოთხოვნით. ზედამხედველობის ორგანომ წერილობით მოთხოვნაში უნდა მიუთითოს ის ნორმები, რომლებსაც ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტი.

6.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს ზედამხედველობის ორგანოს ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტი ან მოტივირებული წერილობითი უარი. ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, აღნიშნული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა მიმართოს სასამართლოს ნორმატიული აქტის შეჩერების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

7.თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტით ზიანი ადგება სახელმწიფო უსაფრთხოებას , კულტურული მემკვიდრეობის დაცვას , გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობას, სახელმწიფო ორგანოების , აგრეთვე ორგანიზაციებისა და დაწესებულებების გამართულ ფუნქციონირებას , მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას, ან ეს გადაწყვეტილება იწვევს გამოუსწორებელ, მძიმე ზიანს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს უფლება აქვს, შესაბამის თვითმმართველი ერთეულის თანამდებობის პირებთან კონსულტაციისა და მათი გაფრთხილების შემდეგ, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ზიანის აღკვეთისათვის ან/და თავიდან აცილებისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება. ზიანის აღკვეთისათვის ან/და თავიდან აცილებისათვის სათანადო ღონისძიებების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირს) უფლება აქვს, ნორმატიული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება 1 თვის განმავლობაში გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში. საქართველოს 2008 წლის 16 დეკემბრის კანონი №711 - სსმ I, №39, 24.12.2008 წ., №244 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1888 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., №209 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2516 - სსმ I, №4, 20.01.2010 წ., №11 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3282 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., №211 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4564 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 16 მაი. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 იან. 2010 – 1 იან. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2012

    მე-8 მუხლის აკრძალვის პირთა ჩამონათვალში კონტროლის პალატის თავმჯდომარე შეიცვალა გენერალური აუდიტორით და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა მითითება ერთეულ რიცხვში გადავიდა.

  2. 16 მაი. 2011· გამოქვეყნდა 5 მაი. 2011

    მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში დაემატა გამონაკლისი: მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ აქტებზე ზედამხედველობა იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე ხორციელდება და გამომცემს ეკისრება მე-2 სამუშაო დღეში შეტყობინების ვალდებულება.

  3. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 9 ნოე. 2009

    მე-3 პუნქტი განსაზღვრავს სამართლებრივ ზედამხედველობას დაქვემდებარებულ აქტებს, მე-4 პუნქტით იუსტიციის სამინისტრო დასკვნას გაცემისთანავე უგზავნის ზედამხედველობის ორგანოს, ხოლო მე-5 პუნქტით მოთხოვნის წარდგენის ვადაა გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღე და მოთხოვნაში დარღვეული ნორმები უნდა მიეთითოს.

  4. 15 ივლ. 2010· გამოქვეყნდა 12 ივლ. 2010

    მე-3 პუნქტში ზედამხედველობის სფერო საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებზეა განსაზღვრული, პროცედურები კი ექსპერტიზასა და გამოქვეყნებას უკავშირდება; მე-4 პუნქტით სამინისტრო სამართლებრივ დასკვნას გაცემისთანავე გადაუგზავნის, ხოლო ამ ადგილას მყოფი მე-5 პუნქტის რეგისტრაციიდან 15 დღის წესი ამოღებულია.

  5. 5 იან. 2009· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2008

    მე-8 მუხლის მე-4 პუნქტში გადაგზავნის ვალდებულების ადრესატად დარჩა მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ტერიტორიული ორგანოს მითითება ამოღებულია. მე-8 პუნქტის ბოლოს დაემატა „, №244“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 5 თებ. 2014 · №8

  • 5 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2012
  • 6 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ნორმატიული აქტების… 19ნორმატიული აქტების… 19ნორმატიული აქტების… 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

  • 9დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობის განხორციელების წესები
  • 7ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი კონსულტაცია
  • 10დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა ზედამხედველობის ორგანოს მიერ

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 132სამართლებრივი ზედამხედველობა
  • 137სამართლებრივი კონსულტაცია
  • 136ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 43ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები
  • 56ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 30

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 43სამსახურებრივი ზედამხედველობის ამოცანა და ორგანიზაცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 30

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 19ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
309710435619191943132137136308
მითითებამნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…ადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 5 თებ. 2014 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026