Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანორმატიული აქტების შესახებმუხლი 54

ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 54

რედაქცია №49კონსოლიდირებული · 22 ოქტ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: ნორმატიული აქტების შესახებ

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ნორმატიული აქტების მიმღები (გამომცემი) ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო ვალდებულია, ნორმატიული აქტი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერიდან 5 დღის ვადაში სარეგისტრაციოდ გადასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

2.ნორმატიული აქტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებისა) იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა 4 ეგზემპლარად (მათ შორის, დედანი), ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის) პირის ნორმატიული აქტი – 3 ეგზემპლარად (მათ შორის, დედანი), აკინძული და შესაბამისი ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ნორმატიულ აქტებს, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტებისა, უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის სამინისტროს დასკვნა.

3.იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტები შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს: საქართველოს ნორმატიულ აქტებს – ამ მუხლით დადგენილი წესით სამინისტროსათვის შესაბამისი ნორმატიული აქტის გადაცემიდან 3 დღის ვადაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებს – გადაცემიდან 7 დღის ვადაში. რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 2 ეგზემპლარი (მათ შორის, დედანი) რჩება იუსტიციის სამინისტროში, ხოლო 2 ეგზემპლარი (ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტის შემთხვევაში – 1 ეგზემპლარი) უბრუნდება ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს).

4.საქართველოს ნორმატიული აქტების პროექტები (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების პროექტებისა), აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტები სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე საჭიროებენ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტი არ შეაქვს სახელმწიფო რეესტრში (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტებისა).

5.ნორმატიული აქტის რეგისტრაციაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ: ა) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც იუსტიციის სამინისტრომ გასცა დადებითი დასკვნა; ბ) კანონმდებლობაში შეტანილია ცვლილებები ან/და დამატებები, რომლებიც სხვაგვარად აწესრიგებენ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებს; გ) ნორმატიული აქტი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 39-ე მუხლისა და ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

6.საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ არ გამოიყენება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1978 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.79 საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146 საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2365 - სსმ I, №43(50),  21.09.1999 წ., მუხ.214 საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248 საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1119 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ., მუხ.127 საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1906 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.22 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 15 ივლ. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 15 ივლ. 2004
  2. 22 იან. 2003

    მე-4 პუნქტში რეგისტრაციაზე უარის ზოგადი საფუძვლის ნაცვლად დაწესდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნის მოთხოვნა პროექტებსა და ადგილობრივ აქტებზე; დაემატა უარის საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი (მე-5 პუნქტი) და გამონაკლისები ზოგიერთი ორგანოს აქტებისთვის (მე-6 პუნქტი).

  3. 7 ნოე. 2001

    54-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებაში იუსტიციის სამინისტროს დასკვნის მოთხოვნის გამონაკლისთა ჩამონათვალს დაემატა საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტები.

  4. 6 ივლ. 1999

    54-ე მუხლის მე-3 პუნქტში იუსტიციის სამინისტროს დასკვნის მოთხოვნიდან გამონაკლისების ჩამონათვალს დაემატა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტები.

  5. 9 ივნ. 1999

    54-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებაში იუსტიციის სამინისტროს დასკვნის მოთხოვნა ახლა „საქართველოს ნორმატიულ აქტებს“ ეხება.

  6. 31 ივლ. 1997

    54-ე მუხლის მე-2 პუნქტში ვადა ითვლება „გამოცემიდანაც“; დაემატა მე-3 პუნქტი იუსტიციის სამინისტროს დასკვნისა და უარის შესახებ და მე-4 პუნქტი 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევით წარდგენის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 53შემდეგი მუხლი 55

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 22 ოქტ. 2009 · №49

  • 6 ცვლილება · ბოლო 15 ივლ. 2004
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 11 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 38მუხლი 39

მიუთითებენ მასზე

ადგილობრივი თვითმმ… 65¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 27ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი
  • 20ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი
  • 19ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 52¹ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 23¹ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი
  • 18ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი
  • 17ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 9ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 26ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი
  • 19ნორმატიული აქტის რეკვიზიტები

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

  • 38

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 49კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
952¹3865¹383927201923¹181726194954
მითითებამნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…ადგილობრივი თვითმმართვ…ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს ზოგადი ადმ…ნორმატიული აქტების შეს…ეროვნული მარეგულირებელ…