ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 18. ნორმატიული აქტის რეკვიზიტები

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნორმატიულ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები: ა) ნორმატიული აქტის სახე; ბ) ნორმატიული აქტის სათაური; გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება, – მისი შეტანის თარიღიც); დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული)); ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა; ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი.

2.საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი.

3.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.127 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ნორმატიულ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები: ა) ნორმატიული აქტის სახე; ბ) ნორმატიული აქტის სათაური; გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება, – მისი შეტანის თარიღიც); დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული)); ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა; ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი. 2. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი. 3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.127 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52¹522820162230161914271921178618
მითითებამნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს ზოგადი ადმ…ნორმატიული აქტების შეს…სანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა