1.რეგისტრატორს შეუძლია მოითხოვოს მიწის და სხვა უძრავი ქონების სამიწათმოწყობო გამოკვლევის ჩატარება და გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით შეასწოროს რეგისტრაციის კადასტრული რუკა, რის შესახებაც 20-30 დღით ადრე ატყობინებს დაინტერესებულ პირებს, ან თუ მოსალოდნელი სამუშაო მასშტაბურია, აქვეყნებს შეტყობინებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რათა დაინტერესებულ პირებს მიეცეთ საშუალება წამოაყენონ პრეტენზიები და დაესწრონ საზღვრების დადგენას.
2.რეგისტრატორს შეუძლია გასცეს მითითება ახალი კადასტრული რუკის ან მისი ნაწილის მომზადების შესახებ. ახალ რუკაზე მომხდარ ცვლილებებს რეგისტრატორი გააცნობს ამ ქონებაზე უფლების მქონე პირს ან პირებს. რაიმე შეუთანხმებლობის შემთხვევაში რეგისტრატორის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

