მიწის რეგისტრაციის შესახებ

მუხლი 11. რეგისტრაციის კადასტრული რუკა

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რეგისტრატურაში აუცილებელად უნდა ინახებოდეს რუკა ან რუკების ერთობლიობა, რომლებიც აღრიცხულია, მიწის და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციის ზონის კადასტრული (ინდექსირებული) რუკები. ამ რუკების არსებობაზე პასუხისმგებელია რეგისტრატორი.

2.კადასტრულ რუკაზე მოცემული უნდა იყოს მიწის და სხვა უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი, საზღვრები, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, სიტუაციური (გზები, მდინარეები, არხები, ელექტროგადამცემი ხაზები, ხევები, ხრამები და სხვა) და ყველა ის გეოდეზიურ-ტოპოგრაფიული მაჩვენებელი, რაც აუცილებელია საზღვრების დადგენისათვის, ნაჩვენები უნდა იყოს აგრეთვე სერვიტუტის საზღვრები.

3.ყოველ მიწის ნაკვეთს და სხვა უძრავ ქონებას აქვს ერთი რიცხვითი ნომერი, რომლითაც იგი იდენტურად აღრიცხულია როგორც სარეგისტრაციო ბარათზე, ისე რეგისტრაციის კადასტრულ რუკაზე. იმისათვის, რომ გაფართოვდეს ინფორმაცია, რომელსაც იძლევა კადასტრული რუკა, შესაძლებელია შედგეს გარკვეული უძრავი ქონების ტოპოგრაფიული გეგმა, რომლის არსებობა აღინიშნება სააღრიცხვო ბარათში.

4.კადასტრული რუკებისა და ტოპოგრაფიული გეგმების სტანდარტებს ამტკიცებს მთავარი რეგისტრატორი.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების კანონიერება, საკუთრების რეგისტრაცია და ნაკვეთის გათავისუფლება

    დავა შეეხებოდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმებას, საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებსა და ნაკვეთის გათავისუფლებას; მოპასუხე იყო გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველო. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ორ პირს ერთი და იგივე მიწის ნაკვეთი გადაეცა და მისი ტერიტორიული კუთვნილების შესახებ მტკიცებულებები ურთიერთგამომრიცხავი იყო. სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რომელი საკრებულოს საზღვრებში შედიოდა ნაკვეთი, რადგან ეს საკითხი უშუალოდ უკავშირდებოდა სარჩელის მოთხოვნებს. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნა ხელახლა განსახილველად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 11 დეკ. 1996-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
911²21131114106937¹37²711
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საჯარო რეესტრის შესახე…კულტურული მემკვიდრეობი…საქართველოს მოქალაქეთა…ქარსაფარი (მინდორდაცვი…