1.რეესტრში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვარი.
2.საზღვრების დაფიქსირება ხდება მხოლოდ რეგისტრატორის მიერ, მოსაზღვრე მხარეების შეთანხმების და სათანადო წესით შესრულებული კადასტრული სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანის საფუძველზე. ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებითია.
3.რეესტრში მითითებული უნდა იყოს საზღვარი ფიქსირებულია თუ მიახლოებითი.
4.თუ საზღვრის გატარებასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის მონაწილენი შეძლებენ შეთანხმებას, რეგისტრატორი შეასწორებს კადასტრულ რუკას და სარეგისტრაციო ბარათებს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად და არქივში ინახავს გადაწყვეტილებას ამ შეთანხმების თაობაზე.
5.საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით რაიმე გაურკვევლობის ან უთანხმოების წარმოშობისას, დავის მოგვარების მიზნით რეგისტრატორი დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე განიხილავს საკითხს, განსაზღვრავს და მიუთითებს მოდავე მხარეებს საზღვრის მდებარეობაზე. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში რეგისტრატორი წინადადებას აძლევს ერთ-ერთ ან ორივე მხარეს მიმართონ სასამართლოს 15 დღის განმავლობაში და აკეთებს ჩანაწერს სააღრიცხვო ბარათზე. თუ ამ ხნის განმავლობაში მხარეებმა სასამართლოს არ მიმართეს, მაშინ რეგისტრატორი ამას აღნიშნავს შესაბამისი ჩანაწერით.

