„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 47. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგების

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 31 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

გადამოწმების მიზნით განცხადების წარდგენა 1. დაინტერესებულ პირებს, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ სააგენტოს/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელს საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმების მოთხოვნით. განცხადება უნდა იყოს დასაბუთებული და ასახავდეს დაინტერესებული პირის მოსაზრებებს საკადასტრო აღწერის შედეგების კორექტირების შესახებ. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ უფლებები რეგისტრირდება საკადასტრო რუკაზე ასახული ინფორმაციის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმდინარეობს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმება.

2.თუ დაინტერესებულმა პირმა მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ, მოითხოვა საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმება და სააგენტოს/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელის მიერ საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმებამდე უარი თქვა მოთხოვნაზე ან გადამოწმებისთვის დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა მასთან დაკავშირება, სარეგისტრაციო წარმოება გრძელდება საკადასტრო აღწერის შედეგების პირველადი მონაცემების შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №806 - ვებგვერდი, 07.02.2022 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2991812751561416 (დ…48452947
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო რეესტრის შესახე…დიზაინის შესახებპროფესიული საჯარო მოხე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა