1.როდესაც მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტები წარმოადგენენ ერთი მფლობელის საკუთრებას და მათზე ვრცელდება ერთნაირი უფლება-მოვალეობანი, მესაკუთრის თხოვნით რეგისტრატორს შეუძლია გააერთიანოს ისინი, რისთვისაც დახურავს ამ ქონებაზე არსებული ობიექტების სააღრიცხვო ბარათებს, გახსნის ახალს და აღნიშნავს ამას კადასტრულ რუკაზე.
2.თუ შემოთავაზებული განაწილებით ძირეულად იცვლება საკუთრების უფლება ქონებაზე, რაც უნდა რეგულირდებოდეს საკუთრების გადაცემის მეშვეობით, რეგისტრატორი უარს ამბობს ასეთ განაწილებაზე. რეგისტრატორს უფლება არა აქვს დაუშვას საკუთრების ობიექტების იმგვარი შეცვლა, რომ შეილახოს საკუთრების ობიექტის მიმართ პირების კანონიერი უფლებები.
3.თუ პირს სურს ნაწილებად დაყოს თავისი ქონება, რეგისტრატორი მოითხოვს მისგან შემოთავაზებული დაყოფის ტოპოგრაფიულ გეგმას. გეგმა შესრულებული უნდა იყოს ტოპოგრაფის მიერ და დამტკიცებული უნდა იქნეს შესაბამის ორგანოში, რომელიც დაადასტურებს მის შესაბამისობას მოქმედ კანონთან. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2021 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.91

