სარეგისტრაციო ბარათში აღნიშნული მიწის და სხვა უძრავი ქონების არც ერთი ნაწილი არ შეიძლება გადავიდეს სხვის საკუთრებაში, თუ მესაკუთრემ წინასწარ არ დაყო ეს ქონება ამ კანონის თანახმად, თუ არ არის გახსნილი ახალი სააღრიცხვო ბარათები ამ ქონების თითოეული ნაწილისათვის და არ არსებობს საკუთრების უფლების გადასვლის დამადასტურებელი საბუთი. თავი IV მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია
მუხლი 16. მიწის და სხვა უძრავი ქონების ნაწილის საკუთრებაში გადასვლის რეგისტრაცია
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1
- საკასაციო არსებითი (T2)
საერთო საცხოვრებლისა და მიწის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერების შესწორება და გენგეგმის კორექტირება
დავა შეეხებოდა საერთო საცხოვრებლისა და მის მიერ დაკავებული მიწის საჯარო რეესტრში აღრიცხვას. ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი წარდგენილი იყო თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ, ხოლო გადაწყვეტილებით ქალაქის შესაბამის სამსახურს გენგეგმის კორექტირება დაევალა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არაპრივატიზებული და მუნიციპალურ საკუთრებაში დარჩენილი საერთო საცხოვრებლის მიწის კომპანიის საკუთრებად რეგისტრაცია კანონს ეწინააღმდეგებოდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 11 დეკ. 1996-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

