1.რეგისტრატორი გარკვეული დროის განმავლობაში, მის ხელთ არსებულ საშუალებათა გამოყენებით ადგენს საზღვრის ხაზს.
2.საზღვრების დადგენის ერთადერთი იურიდიული საფუძველია სარეგისტრაციო ბარათებისა და სარეგისტრაციო რუკების მონაცემები, მიუხედავად იმისა ადგილზე საზღვარი არსებობს თუ არა. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე საზღვარი დაზიანებული, მოშლილი ან დამახინჯებულია, მისი აღდგენა ხდება რეგისტრატურაში არსებული მონაცემების შესაბამისად.

