მიწის რეგისტრაციის შესახებ

მუხლი 17. პირველადი რეგისტრაცია და საჯაროობა

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა.

2.პირველადი რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ორ საფუძველზე: მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე.

3.უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენის საფუძველზე რეგისტრაცია გულისხმობს გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, რათა რეგისტრირებულ და დოკუმენტირებულ იქნეს საკუთრება,უძრავი ქონების საზღვრები და მასზე უფლებები.

4.მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარების, მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემების რეესტრში ასახვის წესს ადგენს მთავარი რეგისტრატორი ცალკე ნორმატიული აქტით.

5.მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, აგრეთვე მმართველობის ადგილობრივი ორგანოს შენობაში გამოკრული განცხადებით, რათა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა დაესწრონ მათთვის საინტერესო უძრავი ქონების საზღვრების დადგენას.

6.ამ მუხლის თანახმად, განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მიწა და ყველა სხვა სახის უძრავი ქონება, რომელზეც არ არის პრეტენზიები, რეგისტრირებულ იქნება სააღრიცხვო ბარათებსა და კადასტრულ რუკებზე. ამ მომენტიდან რეგისტრატორს შეუძლია გასცეს სარეგისტრაციო მოწმობები და ცნობები სააღრიცხვო ბარათებსა და კადასტრულ რუკებზე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 17

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-786(კ-19)2020-10-0140
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი და შემდგომი რეგისტრაციების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავ ქონებაზე განხორციელებული პირველადი და შემდგომი რეგისტრაციების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააგენტომ სრულყოფილად არ გამოიკვლია რეგისტრაციის საფუძვლები, კომლის ქონებრივი მდგომარეობა და წევრთა შემადგენლობა. საგადასახადო სიების მოუძიებლობა თავისთავად არ იწვევს აქტის ბათილობას, თუმცა სხვა გარემოებებთან ერთად რეგისტრაციების კანონიერებაზე საფუძვლიან ეჭვს ქმნიდა. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო რეგისტრაციები და სააგენტოს გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    მიწის ნაკვეთებზე საკუთრების სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობა და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის დავალება

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის მიერ მიწის ნაკვეთებზე კერძო კომპანიის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერებას და ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მიწით სარგებლობის უფლების მინიჭება და შემდგომი პრივატიზების შესაძლებლობა საკუთრების უფლების წარმოშობას არ ადასტურებდა. პალატამ ასევე დაადგინა, რომ უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება პირდაპირ სასამართლოში საჩივრდება და სარჩელი გასაჩივრების ვადაში იყო წარდგენილი. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გადაწყვეტილება ჩანაწერების ბათილად ცნობისა და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

  • კრებულიდაუშვებლობა (T5)

    სახლის დანგრევა და მიწის გათავისუფლება, სადავო აქტების გაუქმება და ქონებაზე უფლებების აღიარება და რეგისტრაცია

    დავა შეეხებოდა უნებართვოდ აშენებული სახლის დანგრევას, მიწის გათავისუფლებას, ადმინისტრაციული აქტების გაუქმებასა და ქონების რეგისტრაციას. საქმეში მონაწილეობდნენ არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია, ადგილობრივი გამგეობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია მხოლოდ დადასტურებული რეგისტრაციის შემთხვევაში მოქმედებს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა, ხოლო დაჯარიმებასთან დაკავშირებული აქტების გაუქმების ნაწილში წარმოება შეწყვიტა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    მიწის ჩამორთმევისა და სხვა პირებისთვის გადაცემის აქტების ბათილობა და მიწაზე უფლებების აღდგენა.

    დავა შეეხებოდა მიწის რეფორმის კომისიის გადაწყვეტილებისა და მიწის მიღება-ჩაბარების აქტების ბათილობას და მოსარჩელის უფლებების აღდგენას. მოპასუხედ დასახელებული იყვნენ ქურთის თემის მიწის მართვის სამმართველო და შემდგომ საქმეში ჩართული ქურთის თემის საკრებულო. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული კომლის წევრის მიერ ტაქსის მძღოლად მუშაობა არ გამორიცხავდა კომლის პირველი კატეგორიისთვის მიკუთვნებას. პალატამ მიწის სადავო მიღება-ჩაბარება ადმინისტრაციულ გარიგებას დაუკავშირა და ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადაზე მითითება უსაფუძვლოდ მიიჩნია. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სარჩელის დამაკმაყოფილებელი სააპელაციო გადაწყვეტილება.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ქონების მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადაცემის, აღრიცხვისა და საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის გასაჩივრება და საკუთრების რეგისტრაცია

    დავა ეხებოდა ქუთაისში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის მუნიციპალურ აღრიცხვას, საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანასა და გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრაციას. მოპასუხეები იყვნენ ქუთაისის მერია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ წინააღმდეგობრივად განსაზღვრა სარჩელის ხასიათი და სრულად არ გამოიკვლია ქონების საკუთრებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები. საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    დევნილთა გამოსახლება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა

    თბილისის მერიამ მოითხოვა დევნილთა გამოსახლება მშენებარე კორპუსიდან, ხოლო დევნილებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს დაკავებული ფართის გამოყოფა და შემდგომ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ვინდიკაციური სარჩელი მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ შეგებებულ სარჩელთან ერთად ადმინისტრაციული წესით სწორად განიხილეს. გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. შეგებებული სარჩელის ნაწილში საქმე სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა, რადგან მას დროებითი საცხოვრებლის მოთხოვნის ხასიათსა და დასაშვებობაზე არ უმსჯელია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 11 დეკ. 1996-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
915⁶12289865181638306 (და…17
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…საჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს სამოქალაქო…ფიზიკური და კერძო სამა…სახელმწიფო საკუთრებაში…