ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 6. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე დასაშვებია ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი უფლებების ან/და ვალდებულებების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია.

2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ სარგებლობის ლიცენზიაზე აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1211473922110597547106
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…ეგრისის ეროვნული პარკი…ტანისა და თეძმის დაცულ…ცივ-გომბორის დაცული ტე…რაჭის დაცული ტერიტორიე…გურიის ეროვნული პარკის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა