მიწის რეგისტრაციის შესახებ

მუხლი 3. რეგისტრაციის სახელმწიფო სამსახური

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახდენს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

2.ამ კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით მეთოდურ მითითებებს, ინსტრუქციებს, კანონქვემდებარე აქტებს გამოსცემს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

3.რეგისტრაციის მიზნით საქართველოს ტერიტორია იყოფა რეგისტრაციის ზონებად (ძირითადად ადმინისტრაციული რაიონების და მსხვილი ქალაქების მიხედვით), ხოლო თითოეული რეგისტრაციის ზონა იყოფა სექტორებად (ძირითადად საკრებულოებისა და ქალაქების რაიონების მიხედვით) – სექტორი,კვარტალებად, კვარტალი კი – ნაკვეთებად.

4.ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული ზონის რეგისტრატურის საზღვრებს ადგენს და მათი ფუნქციონირების საკითხებს წყვეტს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

5.ყოველი რეგისტრაციის ზონის ადმინისტრაციულ ცენტრში იქმნება გეოგრაფიული ზონის მიწის რეგისტრატურა. რეგისტრატურა, როგორც მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივი ქვედანაყოფი, მიწის მართვის, მიწის კადასტრის სამუშაოების კოორდინაციის, მიწათმოწყობის ორგანიზების და მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებთან ერთად განაგებს მიწის რეგისტრაციას კონკრეტული ზონის ფარგლებში.

6.რეგისტრატურაში: ა) ხდება მიწის და მასთან დაკავშირებულ უძრავი ქონების რეგისტრაცია; ბ) დგება და ინახება გეოგრაფიული ზონის რეგისტრაციის კადასტრული რუკა და მიწის სარეგისტრაციო ბარათები; გ) ინახება საკუთრების უფლების გადასვლასთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება, მემკვიდრეობის მოწმობა და სხვა აქტები, რომლებიც შეეხება უფლებას მიწაზე და უძრავ ქონებაზე, აგრეთვე ამ ქონების ტოპოგრაფიული გეგმები, ამ რეგისტრაციების ინდექსები და სხვა ჩანაწერები, რაც აუცილებელია უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №86002.12.2016კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 8

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და საინვენტარიზაციო მონაცემების ცვლილებების გაუქმება და ადრინდელი მონაცემების აღდგენა

    დავა შეეხებოდა მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და საინვენტარიზაციო მონაცემების ცვლილებებს, რომელთა გამოც მოპასუხეებად მონაწილეობდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია და არქიტექტურის სამსახური. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საინვენტარიზაციო გეგმაში საზღვრების კორექტირება ადმინისტრაციული მოქმედებაა და იგი უნდა ემყარებოდეს მიწაზე უფლების წარმომქმნელ ან დამადასტურებელ აქტს. პალატამ ასევე დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ დაასაბუთა ექსპერტიზის დასკვნის უარყოფა და სრულად არ შეაფასა საქმის გარემოებები. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    მიწის მიღება-ჩაბარების აქტის, სარეგისტრაციო ჩანაწერისა და საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ჩანაწერისა და საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის ნაწილობრივ ბათილად ცნობას. მოპასუხეები იყვნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებით საოჯახო ქონებრივი გაყოფა და მოსარჩელის უფლების რეგისტრაცია არ დასტურდებოდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სარჩელის უარყოფის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საკრებულოს გამგეობის მიერ მიწის გადანაწილების შესახებ დადგენილების ბათილად ცნობა და სადავო ნაკვეთზე საკუთრების აღიარება

    დავა შეეხებოდა სიღნაღის საკრებულოს გამგეობის დადგენილებას, რომლითაც მოსარჩელის მიერ დაკავებული მიწის ნაწილი სხვა პირს გადაეცა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთების საზღვრების დაფიქსირება და შესაბამისი უთანხმოების განხილვა რეგისტრატორის კომპეტენციაა. გამგეობამ სადავო აქტი უფლებამოსილების გადამეტებით გამოსცა, რაც მისი ბათილობის საფუძველია. საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დადგენილება ბათილად ცნო; მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნაზე პირველი ინსტანციის უარი გასაჩივრებული არ ყოფილა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებული აქტებისა და საკუთრების მოწმობის ბათილობა და თავდაპირველ მფლობელთა ოჯახზე საკუთრების მოწმობის გაცემა

    დავა შეეხებოდა სოფლის თემის საკრებულოს გადაწყვეტილებითა და მიწის მართვის სამმართველოს მიერ გაცემული დოკუმენტებით მიწის ნაკვეთის სხვა პირის საკუთრებად გაფორმებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის დამადასტურებელი ხელწერილი კანონით მოთხოვნილი ფორმის დაუცველად იყო დადებული, ხოლო საკრებულოს ხელმძღვანელმა მისი დადასტურებით უფლებამოსილებას გადაამეტა. სასამართლომ ასევე გაიზიარა დასკვნა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილობას მის საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილობაც მოჰყვებოდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შედეგი.

  • დაუშვებლობა (T5)

    იუსტიციის მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე უფლებების შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერების შეცვლის დავალება

    მოსარჩელე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში მისი უფლებების შესახებ ცვლილებების რეგისტრაციის დავალებას მოითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეს არ ჰქონდა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მნიშვნელობა და საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა არ გააჩნდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

  • დაუშვებლობა (T5)

    მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის, მუნიციპალიტეტის დადგენილებისა და მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილობა

    დავა შეეხებოდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის, მუნიციპალიტეტის დადგენილებისა და მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილობას. შეგებებულ სარჩელში მოპასუხეებად დასახელდნენ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტი და მიწის მართვისა და არქიტექტურის შესაბამისი ორგანოები. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეს არ ჰქონდა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საკითხი და საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა არ გააჩნდა. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 11 დეკ. 1996-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15⁴315141515754137¹27286 (და…3
მნიშვნელობით ახლოსმიწის ნაკვეთებზე უფლებ…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო საკუთრებაში…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს მოქალაქეთა…