მიწის რეგისტრაციის შესახებ

მუხლი 2. მიწის რეგისტრაციის მიზნები

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიწის მიმართ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაცია (შემდგომში – მიწის რეგისტრაცია) არის საქართველოს მიწის კადასტრის შემადგენელი ნაწილი და შეიცავს აუცილებელ მონაცემებს მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებულi ქონების ობიექტების საზღვრების, რაოდენობრივ-თვისებრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

2.მიწის რეგისტრაციის მიზანია მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გადაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ.

3.მიწის სახელმწიფო რეგისტრაციისას ურთიერთობათა ერთ მხარეს წარმოადგენს ამ ქონების მესაკუთრე ან ამ ობიექტის მიმართ სხვა კანონიერი სანივთო უფლების მქონე ნებისმიერი პირი: საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს და სხვა ქვეყნის იურიდიული პირი, საერთაშორისო ორგანიზაცია, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, მეორე მხარეს კი – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

4.ამ კანონის მიღებამდე მიწის და მასთან დაკავშირებულ უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენს სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ.

5.სახელმწიფო რეგისტრაცია საქართველოს ტერიტორიაზე ხდება საჯარო რეესტრში ამ კანონით განსაზღვრული ჩანაწერების წარმოების ერთიანი სისტემით.

6.მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების, კეთილმოწყობის ობიექტების, მიწისქვეშა და მიწისზედა საინჟინრო კომუნიკაციების ტექნიკურ აღრიცხვა-დახასიათებას, ინვენტარიზაციასა და პასპორტიზაციას ახორციელებენ ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები, რომლებსაც მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო. აღნიშნული მონაცემები დადგენილი წესით წარედგინება საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურს და მათ სისწორეზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1914 - სსმ I, №14(21), 13.05.1999 წ., მუხ.54

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2
  • №86002.12.2016კონსტიტუციური სარჩელი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • №1/11/29302.07.2004განჩინება(2, 4)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ნელი ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 13

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    უძრავ ქონებაზე სხვა პირის საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა

    ფონდი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სხვა პირის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის ჩანაწერის ბათილად ცნობას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელობა მიანიჭა კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, საგადასახადო სიასა და ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში საკუთრების უფლების წინმსწრებ რეგისტრაციას. პალატამ განმარტა, რომ უშუალო სარეგისტრაციო საფუძვლის — ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერის — გაუსაჩივრებლობა მოცემული მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    ფარდულისა და მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაცია და სხვა პირის რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ჩანაწერის შესწორება

    მოსარჩელე საჯარო რეესტრისგან ფარდულისა და მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაციას მოითხოვდა. პირველმა ინსტანციამ სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა და სარჩელი უარყო. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებობის არც ერთ საფუძველს არ აკმაყოფილებდა. სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა და რეგისტრაციის საკითხზე ახალი არსებითი განმარტება არ გაუკეთებია.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    დევნილთა გამოსახლება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა

    თბილისის მერიამ მოითხოვა დევნილთა გამოსახლება მშენებარე კორპუსიდან, ხოლო დევნილებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს დაკავებული ფართის გამოყოფა და შემდგომ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ვინდიკაციური სარჩელი მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ შეგებებულ სარჩელთან ერთად ადმინისტრაციული წესით სწორად განიხილეს. გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. შეგებებული სარჩელის ნაწილში საქმე სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა, რადგან მას დროებითი საცხოვრებლის მოთხოვნის ხასიათსა და დასაშვებობაზე არ უმსჯელია.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    შენობა-ნაგებობების ნაწილზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღიარება და საჯარო რეესტრის მონაცემები

    დავა შეეხებოდა თბილისში მდებარე შენობა-ნაგებობების ნაწილზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღიარებას საჯარო რეესტრში სხვა პირის მესაკუთრედ აღრიცხვის პირობებში. თავდაპირველ მოპასუხეებს შორის იყვნენ თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური და თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ ფაქტობრივად შესაძლებელია შეცილების ან მავალდებულებელი სარჩელის აღძვრა. სასამართლომ უცვლელად დატოვა სააპელაციო განჩინება, რომლითაც საქმე ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მინიჭება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია

    დავა შეეხებოდა ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მინიჭებასა და რეგისტრაციას. თავდაპირველი მოპასუხე იყო მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ფოთის სამმართველო, რომლის უფლებამონაცვლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის საჩივარიც განიხილა უზენაესმა სასამართლომ. პალატამ განმარტა, რომ მიწის საკუთრებაში გადაცემის საფუძველი და ფართობი სათანადო მტკიცებულებებით უნდა დადგინდეს, ხოლო მშენებლობის ნებართვა თავისთავად მიწის გამოყოფის საფუძველი არ არის. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    მიწის პირველადი რეგისტრაციისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

    მოსარჩელეები ითხოვდნენ მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიწის პირველადი რეგისტრაციისა და შემდგომი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ საქმეში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩაერთო. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრაცია წარდგენილ დოკუმენტებს ეფუძნებოდა, ხოლო მოსარჩელეებმა სადავო მიწაზე თავიანთი უფლება ვერ დაადასტურეს. სასამართლომ აგრეთვე არ დაადგინა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი და სააპელაციო განჩინება უცვლელად დატოვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 1999 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³15⁶158253037¹386 (და…1271282
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საჯარო რეესტრის შესახე…კანონი საქართველოს საბ…სახელმწიფო საკუთრებაში…