მიწის რეგისტრაციის შესახებ

მუხლი 5. რეგისტრატორის უფლებები

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რეგისტრატორს უფლება აქვს : ა) გასცეს მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათზე რეგისტრირებული მონაცემების შემცველი მოწმობა, აგრეთვე ინფორმაციული ხასიათის ცნობა; ბ) მოითხოვოს პირისაგან: მიაწოდოს მას ან მის წარმომადგენელს ინფორმაცია ან განმარტება მიწისა და სხვა უძრავი ქონების და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების შესახებ; წარმოუდგინოს საკუთრების შესახებ საბუთი, ტოპოგრაფიული გეგმა და სხვა საბუთები. ნებისმიერი პირი ვალდებულია დაუყონებლივ შეასრულოს აღნიშნული მოთხოვნა; გ) შეასრულოს კანონით დადგენილი სხვა უფლებამოსილებანი.

2.ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიწის და სხვა უძრავი ქონების შემოწმების პროცესთან დაკავშირებული რეგისტრაციის ხარჯები, როდესაც ეს გამოწვეულია ქონების არაზუსტი დეკლარირებით, უნდა ანაზღაურდეს დეკლარაციის წარმომდგენი პირის მიერ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    მიწის ნაკვეთის პირველადი სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა და საერთო გზით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა

    დავა შეეხებოდა გორის მიწის მართვის სამმართველოს მიერ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის ჩანაწერის ბათილად ცნობას. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ რეგისტრირებულ ნაკვეთში საერთო მისასვლელი გზა შევიდა. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო, ხოლო რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული ცნობებისა და სამკვიდრო მოწმობის კანონიერება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელს უარი ეთქვა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული აქტების ბათილობა და საკადასტრო მონაცემების დაზუსტება

    დავა შეეხებოდა მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლის, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილობასა და მოსარჩელის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას. მოპასუხეებს შორის იყვნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაციით დაცული საკუთრების უფლება არ ქრება, თუმცა ნაკვეთების იდენტურობა უნდა დადგინდეს, ხოლო წინარე რეგისტრაციის უკანონობა შემდგომ რეგისტრაციებს ავტომატურად არ აბათილებს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასა და სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული აქტების ბათილად ცნობა

    დავა ეხება მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციისა და მოსარჩელის სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული აქტების ბათილად ცნობას. მოპასუხეებს შორის იყვნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული საკუთრების უფლება დაცულია, თუმცა ნაკვეთების იდენტურობა უნდა დადგინდეს და წინა რეგისტრაციის უკანონობა შემდგომ რეგისტრაციებს ავტომატურად არ აუქმებს. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე მას ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებული აქტებისა და საკუთრების მოწმობის ბათილობა და თავდაპირველ მფლობელთა ოჯახზე საკუთრების მოწმობის გაცემა

    დავა შეეხებოდა სოფლის თემის საკრებულოს გადაწყვეტილებითა და მიწის მართვის სამმართველოს მიერ გაცემული დოკუმენტებით მიწის ნაკვეთის სხვა პირის საკუთრებად გაფორმებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის დამადასტურებელი ხელწერილი კანონით მოთხოვნილი ფორმის დაუცველად იყო დადებული, ხოლო საკრებულოს ხელმძღვანელმა მისი დადასტურებით უფლებამოსილებას გადაამეტა. სასამართლომ ასევე გაიზიარა დასკვნა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილობას მის საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილობაც მოჰყვებოდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შედეგი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 11 დეკ. 1996-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11189849134¹8302838135
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…მეწარმეთა შესახებსაქართველოს მოქალაქეთა…არქიტექტურული საქმიანო…საჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…