მიწის რეგისტრაციის შესახებ

მუხლი 6. რეგისტრატურის ბეჭედი და რეგისტრატურის მუშაკთა პასუხისმგებლობა

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რეგისტრატურას აქვს თავისი ბეჭედი.

2.მთავარ რეგისტრატორს, რეგისტრატორს და რეგისტრაციის სხვა მუშაკებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა რაიმე ქმედებებთან ან უმოქმედობასთან დაკავშირებით, თუ ისინი გამომდინარეობს ამ კანონის მოთხოვნებიდან და შესრულებულია მათ შესაბამისად.

3.რეგისტრატორი არ არის პასუხისმგებელი, თუ ზარალი გამოწვეულია: ა) მომჩივნის პირადი უპასუხისმგებლობით; ბ) ნოტარიუსის მიერ დაშვებული შეცდომით; გ) საზღვრების კადასტრული კვლევისას ან აღწერისას დაშვებული შეცდომით.

4.რეგისტრატურის მუშაკის ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს ორი წლის განმავლობაში პრეტენზიის წარმოშობიდან ან იმ მომენტიდან, როდესაც მომჩივანს ყველა შემთხვევაში უნდა სცოდნოდა პრეტენზიის საფუძველი.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება და საჯარო რეესტრის ჩანაწერის შეცვლა

    მოსარჩელე ხობის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და სოფელ გურიფულის საკრებულოს ედავებოდა სხვა პირის სახელზე გაცემულ მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობას და საჯარო რეესტრის ჩანაწერს. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია საკუთრებაში არსებული მიწის რეალური ფართობი და დოკუმენტებში შესაძლო უზუსტობები. ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს მიწის ზღვრული ნორმა, შესაბამისი სამართლებრივი აქტები, სარჩელის დასაშვებობა, ხანდაზმულობა და მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 11 დეკ. 1996-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
41731221126147131313146
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…სანოტარო მოქმედებათა შ…მეწარმეთა შესახებნოტარიატის შესახებსაქართველოს მოქალაქეთა…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…