მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

მუხლი 4¹. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ან მისი უფლებამონაცვლის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით, თუ არსებობს/მოძიებულია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადასტურებს კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას; გ 1 ) საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე გასცემს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობას; დ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

1¹.სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადით ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „გ 1 “ ქვეპუნქტებისა და ამ კანონის მე-7 მუხლის მე-12 და  მე-15 პუნქტების მოქმედება.

2.მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.

3.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. საქართველოს 2019 წლის 1 1 დეკემბრის კანონი № 55 0 0 – ვებგვერდი, 1 8 .1 2.201 9 წ. საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1168 – ვებგვერდი, 27.12.2021წ. თავი II მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი საქართველოს 2019 წლის 1 1 დეკემბრის კანონი № 55 0 0 – ვებგვერდი, 1 8 .1 2.201 9 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ან მისი უფლებამონაცვლის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით, თუ არსებობს/მოძიებულია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადასტურებს კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას; გ 1 ) საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე გასცემს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობას; დ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 1 1 . სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადით ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „გ 1 “ ქვეპუნქტებისა და ამ კანონის მე-7 მუხლის მე-12 და  მე-15 პუნქტების მოქმედება. 2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს. 3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. საქართველოს 2019 წლის 1 1 დეკემბრის კანონი № 55 0 0 – ვებგვერდი, 1 8 .1 2.201 9 წ. საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1168 – ვებგვერდი, 27.12.2021წ. თავი II მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი საქართველოს 2019 წლის 1 1 დეკემბრის კანონი № 55 0 0 – ვებგვერდი, 1 8 .1 2.201 9 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 1 იან. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 დეკ. 2016 – 1 იან. 2020 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 30 დეკ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2021

    პირველ პუნქტს დაემატა „გ 1“ ქვეპუნქტი ცნობის გაცემის შესახებ, ხოლო ახალი 1¹ პუნქტით სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში დადგენილი ვადით ჩერდება „ა“, „გ“ და „გ 1“ ქვეპუნქტებისა და მე-7 მუხლის მე-12 და მე-15 პუნქტების მოქმედება.

  2. · გამოქვეყნდა 18 დეკ. 2019

    ახალი 4¹ მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს სარეგისტრაციო წარმოებაში, დოკუმენტების ფორმების გამოყენების ვალდებულებას და მის დელეგირებულ ხასიათს იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
811³104813141673234146554¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიწის ნაკვეთებზე უფლებ…ადგილობრივი თვითმმართვ…დასაქმების ხელშეწყობის…,,მეწარმეთა და არასამე…მობილიზაციის შესახებუძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა