წყლის შესახებ

მუხლი 7. საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდი

რედაქცია №27კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს წყლები, მათი მიწის ზედაპირზე და წიაღში განლაგების ნიშნით, რესურსების ფორმირებისა და გამოყენების თავისებურებათა მიხედვით, იყოფა ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებად.

2.ზედაპირულ წყლებს მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი ყველა წყლის ობიექტის წყლები, „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულის გარდა.

3.საქართველოს წყლის ყველა ობიექტში არსებული წყლის ერთობლიობა ქმნის წყლის სახელმწიფო ფონდს.

4.საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება: ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალ-საცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები; ბ) მიწისქვეშა წყლები (მათ შორის წყაროები და კონტინენტური შელფის წყლები); გ) მყინვარები და თოვლის მუდმივი საფარი; დ) ჭაობები; ე) საქართველოს ტერიტორიული წყლები; ვ) განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები.

5.( ამოღებულ ია – 25.03.2013, №494).

6.წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 9

ყველა გადაწყვეტილება
  • №316აპ-192021-04-2811სისხლის
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის პრინციპი

    საკასაციო პალატამ შეაფასა, შეიძლებოდა თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება იმ მოწმეების ჩვენებებზე, რომლებიც გამოიკვლიეს საქმის განხილვაში სათადარიგო მოსამართლის ჩართვამდე. პალატამ დაადგინა, რომ სათადარიგო მოსამართლე განხილვის პირველივე სხდომიდან უწყვეტად უნდა დასწრებოდა პროცესს, ხოლო მის ჩართვამდე გამოკვლეული ჩვენებები უშუალობის დარღვევის გამო ვერ გახდებოდა მსჯავრდების საფუძველი. დარჩენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალეულობის დასადასტურებლად საკმარისი არ იყო. უზენაესმა სასამართლომ დაცვის საჩივარი დააკმაყოფილა, პროკურორის საჩივარი არ დააკმაყოფილა და პირი ორივე ბრალდებაში გაამართლა.

  • №ას-452-766-092009-10-1920სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის იწვევს სააპელაციო გადაწყვეტილების ფაქტობრივი დაუსაბუთებლობა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას?

    დავა ეხებოდა სასმელი წყლის ავზით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთას. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ავზის აშენების, კუთვნილებისა და მისით სარგებლობის უფლებამოსილების შესახებ სადავო გარემოებები სათანადოდ არ იყო დასაბუთებული. სასამართლომ განმარტა, რომ ფაქტები უნდა დადგინდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებით, ხოლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ე მუხლით იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №ას-1138-20222023-05-1829სამოქალაქო
    დაუშვებლობა (T5)

    წარმოადგენს თუ არა კერძო მიწაზე მდებარე წყალსატევის გაწმენდა მხოლოდ ამ მდებარეობის გამო მიწის მესაკუთრის საქმის შესრულებას?

    თბილისის მუნიციპალიტეტის მერია შპს „ბ–ისგან“ ხელოვნური წყალსატევის გაწმენდაზე გაწეული 558 979.22 ლარის ანაზღაურებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ დასაშვებობის შემოწმებისას განმარტა, რომ წყალსატევის კერძო მიწაზე მდებარეობა თავისთავად არ აქცევს მას მიწის მესაკუთრის საკუთრებად და მოცემულ გარემოებებში არ ადასტურებს სხვისი საქმის შესრულებას. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ წყალსატევი მოპასუხის ქმედებით არ დაბინძურებულა. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • №428აპ-192022-04-2724სისხლის
    დაუშვებლობა (T5)

    ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამზადება

    საკასაციო სასამართლომ შეაფასა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენისთვის მსჯავრდების საწინააღმდეგო და სასჯელის გამკაცრების მოთხოვნები. პალატის შეფასებით, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები ადასტურებდა ორი მსჯავრდებულის მიერ ნახაზების შედგენას, ხოლო დანიშნული ჯარიმები შეესაბამებოდა სასჯელის მიზნებს. ორივე მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი; ძალაში დარჩა შვიდი მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული ჯარიმები 1500, 2000 და 3000 ლარის ოდენობით.

  • №639აპ-192020-01-2318სისხლის
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები

    საქმე ეხებოდა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა-გამოყენებისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის უკანონო რეგისტრაციას და საჩივრის დასაშვებობის საფუძველი არ არსებობდა. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი; საბოლოო სასჯელად დარჩა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.

  • №364აპ-172017-12-1513სისხლის
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები

    პროკურორი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებას ითხოვდა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სათანადოდ შეაფასა საქმის გარემოებები და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი არ არსებობდა. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 20 ივლ. 2023
  2. მე-6 პუნქტში წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავს მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ამოღებულია.

  3. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-5 პუნქტიდან ამოღებულია წყლის კადასტრში რეგისტრაციის ნორმა; მე-6 პუნქტში განმკარგავი ორგანოები ახლებურად ჩამოყალიბდა: უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
84345330829²7481241257
მითითებამნიშვნელობით ახლოსწყლის შესახებწყლის რესურსების მართვ…საქართველოს სახელმწიფო…კანონი საქართველოს საბ…წიაღის შესახებსაქართველოს საზღვაო სი…