საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

მუხლი 4. საქართველოს ტერიტორიული წყლები (ტერიტორიული ზღვა)

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს ტერიტორიულ წყლებს (ტერიტორიულ ზღვას) მიეკუთვნება შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2.ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) სიგანე შეიძლება დადგინდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ხოლო ასეთის არარსებობისას – საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრ ის კანონი № 812 - სსმ I, № 39 , 25 .

12 .200 4 წ., მუხ. 191 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1154 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №1326აპ-222023-06-2658
    დაუშვებლობა (T5)

    სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთა

    საკასაციო სასამართლომ განიხილა დაცვის მხარის მტკიცება, რომ იახტა მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობდა და სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს. პალატამ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რადგან ვერ გამოავლინა მისი დასაშვებობის ვერცერთი საფუძველი. ძალაში დარჩა თითოეული მსჯავრდებულისთვის დანიშნული ოთხწლიანი თავისუფლების აღკვეთა, რომლის შემდგომი მოხდისგან ისინი შეწყალებით იყვნენ გათავისუფლებული.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებს (ტერიტორიულ ზღვას) მიეკუთვნება შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) სიგანე შეიძლება დადგინდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ხოლო ასეთის არარსებობისას – საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრ ის კანონი № 812 - სსმ I, № 39 , 25 . 12 .200 4 წ., მუხ. 191 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1154 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 8 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში ტერიტორიული წყლების გამოსათვლელი სწორი ამოსავალი ხაზების კოორდინატების დამტკიცება პრეზიდენტისგან მთავრობას გადაეცა; დაემატა სიტყვა „საქართველოს“ მინისტრის მითითებაში.

  2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში ტერიტორიული წყლების საწყისი ხაზების კოორდინატების წარმდგენი ორგანო ახლა შინაგან საქმეთა მინისტრია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
158281253101 (და…23 (დ…17334
მითითებამნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…წყლის რესურსების მართვ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა