ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 4. საკუთრების უფლება ნავთობისა და გაზის რესურსებსა და ბუნებრივი წყალბადის რესურსებზე

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის რესურსები და ბუნებრივი წყალბადის რესურსები სახელმწიფოს საკუთრებაა. მიწის საკუთრების უფლება არ გულისხმობს ამ მიწის წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების საკუთრების ან ექსპლუატაციის უფლებას.

2.საქართველოს აქვს თავის ხმელეთსა და კონტინენტურ შელფზე არსებული ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების ძებნა-ძიებისა და ექსპლუატაციის ექსკლუზიური და სუვერენული უფლება.

3.მოპოვებულ ნავთობზე, გაზსა და ბუნებრივ წყალბადზე საკუთრების უფლება განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამისად.

4.მოპოვებული და მიწისქვეშა რეზერვუარში შესანახად მოთავსებული ნავთობი, გაზი და ბუნებრივი წყალბადი მოპოვებულად ითვლება.

5.რეზერვუარში საწარმოო მიზნით (ჭაბურღილის ბურღვა, გამოცდა, მიწისქვეშა რემონტის ჩატარება, ათვისება და სხვა) დაბრუნებული ნავთობი, გაზი, ბუნებრივი წყალბადი მიიჩნევა ნავთობის, გაზის, ბუნებრივი წყალბადის მარაგების ნაწილად და მოპოვებულად არ ჩაითვლება. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 30 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 20 მარ. 2001 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4032152619121125854
მითითებამნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…საინვესტიციო საქმიანობ…წყლის რესურსების მართვ…წიაღის შესახებგურიის ეროვნული პარკის…კვერეთის აღკვეთილის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა