Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის შესახებმუხლი 21

წყლის შესახებ

მუხლი 21. სანიტარიული დაცვის ზონები

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345677¹891011

1.იმ წყლის დაცვის მიზნით, რომელსაც იყენებენ სასმელად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალოდ და საკურორტო საჭიროებისათვის, იქმნება სანიტარიული დაცვის ზონები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.არსებულ ან მშენებარე საერთო დანიშნულების წყალსადენს ან წყალსადენს ტექნიკური მიზნებისათვის, რომელიც ასევე გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებული იქნეს მოსახლეობის წყლით მომარაგებისათვის, უნდა ჰქონდეს წყალმომარაგების იმ ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონა, რომლიდანაც იკვებება.

3.წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონა იყოფა სამ სარტყლად და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული რეჟიმი აქვს.

4.პირველი სარტყელი (მკაცრი რეჟიმის ზონა) მოიცავს ტერიტორიას, სადაც მდებარეობს წყალმომარაგების წყლის ობიექტი, წყლის აღების უბნებისა და წყალსადენის ნაგებობების განლაგების ფარგლებში. აუცილებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებული სანიტარიული მაჩვენებლებიდან გამომდინარე და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე, პირველ სარტყელში ჩაირთვება ასევე წყლის აღების უბნებისა და წყალსადენის ნაგებობების განლაგების ადგილების მიმდებარე ტერიტორია. პირველ სარტყელში აკრძალულია: ა) იმ პირთა ცხოვრება და დროებით ყოფნა, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებულნი წყალსადენის ნაგებობების მომსახურებასთან, გარდა იმ პირებისა, რომლებიც, წყალსადენის ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე, ჩარიცხულნი არიან მომსახურე პერსონალის საშტატო განრიგში და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირების გარდა; ბ) ნებისმიერი მშენებლობა, გარდა წყალსადენის ნაგებობებისა; ნებისმიერი დანიშნულების საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების განთავსება; ინერტული მასალის მოპოვება; მილსადენის გაყვანა (გარდა წყალსადენის ნაგებობების მომსახურებისათვის აუცილებელისა); ჩამდინარე წყლების ჩაშვება, ბანაობა, პირუტყვის ძოვება და დარწყულება, რეცხვა, თევზჭერა, შხამქიმიკატების გამოყენება მცენარეთა დაცვის მიზნით;

5.მეორე სარტყელი მოიცავს ტერიტორიას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება წყალმომარაგების წყლის ობიექტებს და მათ შენაკადებს. მეორე სარტყელში აკრძალულია: ა) ტერიტორიის ან წყლის ობიექტების ისეთი გამოყენება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს წყლის ხარისხობრივი ან რაოდენობრივი გაუარესება; ბ) მშენებლობა, მცენარეული საფრის მოსპობა, სარკინიგზო და საავტომობილო გზების გაყვანა, მიწის უბნების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ამ სარტყელში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოების გადაწყვეტილებით.

6.მესამე სარტყელი მოიცავს მეორე სარტყლის მოსაზღვრე ტერიტორიას, რომლის არასასურველმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის ქიმიური გაბინძურება.

7.წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების და მათი სარტყლების უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7¹.მიწისქვეშა წყლის ობიექტის, რომელიც ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შემუშავებული სანიტარიული დაცვის ზონის პროექტის უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენისა და დამტკიცების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8.წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის თითოეული ზონის საზღვრები ზუსტად უნდა განისაზღვროს რუკაზე, ხოლო ზონის პირველი სარტყლის საზღვრები უნდა იყოს შემოღობილი, შესაბამისი ნიშნულებით(ბოძები წარწერით და ა.შ.) აღნიშნული და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფილი.

9.(ამოღებულია – 15.07.2020, №6902).

10.(ამოღებულია – 25.03.2013, №494).

11.სანიტარიული დაცვის ზონის შექმნის, საზღვრების დადგენის, სარტყლების გამოყოფისა და მათ ფარგლებში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალი და წესები განისაზღვრება „სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალო და საკურორტო საჭიროებისათვის წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს 2012 წლის 20 მარტის კანონი №5917 – ვებგვერდი, 29.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3093 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28 ივლ. 2020

    21-ე მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულია — თვითმმართველი ერთეულების ვალდებულება, მოსახლეობას გააცნოს სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრები და რეჟიმი, ამ მუხლში აღარ არის.

  2. 11 ივლ. 2018

    მე-11 პუნქტში დებულების შემმუშავებელი და დამამტკიცებელი სამინისტროს სახელწოდებას დაემატა „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა“, ხოლო „საქმიანობის“ და „დებულებით“ სიტყვების ფორმა და ადგილი შეიცვალა.

  3. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    21-ე მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულია: კანონი აღარ ითვალისწინებს სანიტარიული დაცვის ზონის ფარგლებში მმართველობის ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებით სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარებას.

  4. 29 მარ. 2012

    21-ე მუხლს დაემატა 7¹ პუნქტი, რომელიც მიწისქვეშა წყლის ობიექტის სანიტარიული დაცვის ზონის პროექტის წარდგენისა და დამტკიცების წესის დადგენას საქართველოს მთავრობის დადგენილებას ანიჭებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 ივნ. 2023 · №27

  • 4 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წყლის შესახებ

  • 53სპეციალური წყალსარგებლობის ძირითადი მიზნები და პირობები
  • 19წყალდაცვითი ზოლი
  • 9წყლის ჯგუფები

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 11წყლის ობიექტის დაცვითი ზონა
  • 13წყალსარგებლობის ზოგადი პირობები
  • 10წყლის ობიექტის მიწა

კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ

  • 7პირველი ზონა
  • 6სანიტარიული დაცვის ზონები
  • 4სანიტარიული დაცვის ზონების ზოგადი წესები

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 21სანიტარიული უზრუნველყოფა წყალმომარაგებისას
  • 19¹ტერიტორიულ გეგმარებით ზონაში ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემის განაშენიანება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 60³წყალდაცვითი ზოლებისა და სანიტარიული დაცვის ზონების კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
60³764531992119¹11131021
მნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…კურორტებისა და საკურორ…წყლის შესახებსასმელი წყლის მიწოდები…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 ივნ. 2023 · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026