Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 21

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 21. სანიტარიული უზრუნველყოფა წყალმომარაგებისას

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 27 ნოე. 2025
თემები:დაბინძურების კონტროლიწყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წყალმომარაგებისას მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლებზე საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და მისი შესაბამისი სტანდარტის სასმელი წყლის მიწოდება და წყალარინება. ამ მიზნით იგი ვალდებულია: ა) მუდმივად აკონტროლოს სასმელი და ჩამდინარე წყლის ხარისხი და მისი შესაბამისობა საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდართებთან; ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე და მათ შემადგენელ ყველა სახის მილსადენზე, დანადგარებსა თუ ხელსაწყოებზე უზრუნველყოს სანიტარიული პირობების დაცვა; გ) დაიცვას სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტები და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება; დ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასმელი წყლის წყალმომარაგების წყაროებზე განსაზღვროს სანიტარიული დამცავი ტერიტორიები (სანიტარიული დაცვის ზონა) და არ დაუშვას ამ ტერიტორიების ფარგლებში ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურება; ე) სასმელი წყლის წყალმომარაგების სანიტარიულ დამცავ ტერიტორიებსა (სანიტარიული დაცვის ზონა) და ობიექტებზე დროულად აღკვეთოს დაბინძურება და შესაძლოდ მოკლე ვადაში გაასუფთაოს დაბინძურებული ტერიტორია დაბინძურების წყაროებისაგან; ვ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის დაბინძურების ან დაბინძურების საშიშროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება.

2.გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ვალდებულებისა, მიმწოდებელი ასევე პასუხისმგებელია ჩამდინარე სითხის წყალარინებისას ჩამდინარე სითხის გარემოსაგან იზოლირებასა და წყალსატევში ჩამდინარე სითხის გაწმენდაზე, ხოლო გარემოს დაბინძურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ (შესაძლოდ მოკლე ვადაში) გაწმინდოს და მიიღოს შესაბამისი სანიტარიული ზომები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წყალმომარაგებისას მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლებზე საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და მისი შესაბამისი სტანდარტის სასმელი წყლის მიწოდება და წყალარინება. ამ მიზნით იგი ვალდებულია: ა) მუდმივად აკონტროლოს სასმელი და ჩამდინარე წყლის ხარისხი და მისი შესაბამისობა საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდართებთან; ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე და მათ შემადგენელ ყველა სახის მილსადენზე, დანადგარებსა თუ ხელსაწყოებზე უზრუნველყოს სანიტარიული პირობების დაცვა; გ) დაიცვას სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტები და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება; დ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასმელი წყლის წყალმომარაგების წყაროებზე განსაზღვროს სანიტარიული დამცავი ტერიტორიები (სანიტარიული დაცვის ზონა) და არ დაუშვას ამ ტერიტორიების ფარგლებში ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურება; ე) სასმელი წყლის წყალმომარაგების სანიტარიულ დამცავ ტერიტორიებსა (სანიტარიული დაცვის ზონა) და ობიექტებზე დროულად აღკვეთოს დაბინძურება და შესაძლოდ მოკლე ვადაში გაასუფთაოს დაბინძურებული ტერიტორია დაბინძურების წყაროებისაგან; ვ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის დაბინძურების ან დაბინძურების საშიშროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება. 2. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ვალდებულებისა, მიმწოდებელი ასევე პასუხისმგებელია ჩამდინარე სითხის წყალარინებისას ჩამდინარე სითხის გარემოსაგან იზოლირებასა და წყალსატევში ჩამდინარე სითხის გაწმენდაზე, ხოლო გარემოს დაბინძურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ (შესაძლოდ მოკლე ვადაში) გაწმინდოს და მიიღოს შესაბამისი სანიტარიული ზომები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 1 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ირიგაციის დავებისერვისის გვერდი
  • წყლის უფლებებისერვისის გვერდი
  • წყლის ხარისხის სტანდარტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 ნოე. 2025 · №38

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 7სასმელი წყლის მიმწოდებლის ვალდებულებები და სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის გაფართოება
  • 2ძირითადი პრინციპები
  • 23წყალარინება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 145წყალმომარაგების ლიცენზიატის უფლებები და მოვალეობები

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 13წყალსარგებლობის ზოგადი პირობები
  • 11წყლის ობიექტის დაცვითი ზონა

წყლის შესახებ

  • 41წყალმოსარგებლის ვალდებულებანი
  • 21სანიტარიული დაცვის ზონები
  • 12მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 67სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და უზრუნველყოფა

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 4პირველადი წყალმოსარგებლე

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 163მუნიციპალიტეტის მიერ სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინებით მომსახურების უზრუნველყოფის უფლებამოსილებათა განხორციელების პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4121127223163674145131121
მნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…წყლის რესურსების მართვ…წყლის შესახებგანსაკუთრებული მნიშვნე…წყალმომხმარებელთა ორგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 ნოე. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026