1.წყლის ობიექტის დაცვით ზონას (წყალდაცვით ზონას) განეკუთვნება:
ა) წყალდაცვითი ზოლი – ტერიტორია, რომელიც ესაზღვრება წყლის ობიექტს და რომელზედაც დადგენილია ამ ტერიტორიის საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და სხვა სამეურნეო საქმიანობის განხორციელების სპეციალური რეჟიმი. წყალდაცვით ზოლს, მათ შორის, მიეკუთვნება მდინარის, ტბის, წყალსაცავისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლები, მაგისტრალური არხებისა და სხვა არხების გასხვისების ზოლები;
ბ) სანიტარიული დაცვის ზონა – ტერიტორია, რომელიც განთავსებულია სასმელი წყლის აღების, სამკურნალო მინერალური წყლის, მიწისქვეშა ან ზედაპირული წყაროს (სასმელიწყლის წყალმომარაგების ობიექტები) ირგვლივ და რომელზედაც დადგენილია ამ ტერიტორიის საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოყენების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და სხვა სამეურნეო (მათ შორის, საკურორტო-ბალნეოლოგიური) საქმიანობის განხორციელების სპეციალური რეჟიმი.
2.წყლის ობიექტის წყალდაცვითი ზოლის საზღვრის დადგენის წესი, მათ შორის, ამ ზოლში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალი, საქმიანობის განხორციელების პირობები და რეჟიმი განისაზღვრება „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3.სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის შექმნის, საზღვრების დადგენის, სარტყლების გამოყოფისა და მათ ფარგლებში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალს და საქმიანობის განხორციელების წესს შეიმუშავებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
თავი IV
წყალსარგებლობა
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წყლის ობიექტის დაცვით ზონას (წყალდაცვით ზონას) განეკუთვნება:ა) წყალდაცვითი ზოლი – ტერიტორია, რომელიც ესაზღვრება წყლის ობიექტს და რომელზედაც დადგენილია ამ ტერიტორიის საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და სხვა სამეურნეო საქმიანობის განხორციელების სპეციალური რეჟიმი. წყალდაცვით ზოლს, მათ შორის, მიეკუთვნება მდინარის, ტბის, წყალსაცავისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლები, მაგისტრალური არხებისა და სხვა არხების გასხვისების ზოლები;ბ) სანიტარიული დაცვის ზონა – ტერიტორია, რომელიც განთავსებულია სასმელი წყლის აღების, სამკურნალო მინერალური წყლის, მიწისქვეშა ან ზედაპირული წყაროს (სასმელიწყლის წყალმომარაგების ობიექტები) ირგვლივ და რომელზედაც დადგენილია ამ ტერიტორიის საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოყენების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და სხვა სამეურნეო (მათ შორის, საკურორტო-ბალნეოლოგიური) საქმიანობის განხორციელების სპეციალური რეჟიმი.2. წყლის ობიექტის წყალდაცვითი ზოლის საზღვრის დადგენის წესი, მათ შორის, ამ ზოლში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალი, საქმიანობის განხორციელების პირობები და რეჟიმი განისაზღვრება „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.3. სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის შექმნის, საზღვრების დადგენის, სარტყლების გამოყოფისა და მათ ფარგლებში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალს და საქმიანობის განხორციელების წესს შეიმუშავებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.თავი IVწყალსარგებლობა
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 ივლ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.