წყლის შესახებ

მუხლი 26. წყალდიდობის სახეები და მათი შედეგები

რედაქცია №27კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წყალდიდობის მავნე შედეგი შეიძლება იყოს: ა) მდინარის კალაპოტის რღვევა და დეფორმაცია, ნაპირებისა და ფერდობების ჩამორეცხვა ან ჩამონგრევა; ბ) წყალდიდობისაგან დამცავი (ჯებირი, დამბები და სხვა) და ჰიდროტექნიკური (წყალმიმღებები, კაშხლები და სხვა) ნაგებობების დაზიანება, დარღვევა და ნგრევა; დ) დასახლებული პუნქტების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების,ტყის მასივების, ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების, მრეწველობის და სხვა სამეურნეო ობიექტების დატბორვა, აგრეთვე მათი ჩამორეცხვა, დანგრევა და დაზიანება და ამ ობიექტების ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმალური პირობების დარღვევა.

2.წყლის ჩამონადენისა და დონეების ფორმირების პირობების მიხედვით დგინდება წყალდიდობის შემდეგი სახეები: ა) გაზაფხულის და შემოდგომის წყალმეტობა; ბ) წვიმისა და ნიაღვრის წყალმოვარდნა; გ) ღვარცოფი.

3.მოსალოდნელი წყალდიდობა სიმძლავრისა და საფრთხის დონის მიხედვით პირობითად იყოფა სამ კატეგორიად: ა) საშიში მოვლენა; ბ) განსაკუთრებით საშიში მოვლენა; გ) სტიქიური უბედურება.

4.საშიში მოვლენა ხასიათდება ყოველწლიური ან ხშირად განმეორებადი ჩვეულებრივი წყალმოვარდნით, რაც განაპირობებს წყლის დონის აწევას და კალაპოტის უმნიშვნელო წარეცხვას, რის შედეგადაც შეიძლება დაირღვეს ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების ნორმალური მუშაობა (ათვისებული მიწების დროებით დატბორვა, გზის ვაკისის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების გამორეცხვა და დაზიანება, საქალაქო კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის მუშაობის ხანმოკლე შეფერხება და სხვა).

5.განსაკუთრებით საშიში მოვლენა ხასიათდება წყალმოვარდნით ან ღვარცოფით, რაც განაპირობებს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ტერიტორიების, რკინიგზებისა და საავტომობილო გზების, აგრეთვე მსხვილი სამეურნეო ობიექტების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მნიშვნელოვანი ფართობის ნაწილობრივ შეტბორვას და დატბორვას, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს: ა) ელექტროენერგიის მიწოდების და კავშირგაბმულობის მუშაობის შეწყვეტა 6 და მეტი საათით; ბ) ქალაქებისა და მსხვილი სამრეწველო ობიექტების წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების, აგრეთვე საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის შეფერხება ან შეწყვეტა 24 და მეტი საათით; გ) საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული და საწარმოო შენობა-ნაგებობების, სამშენებლო და სამრეწველო ობიექტების ნაწილობრივ დანგრევა და დაზიანება.

6.სტიქიური უბედურება ხასიათდება განსაკუთრებით საშიში და იშვიათად განმეორებადი წყალმოვარდნითა და ღვარცოფით, რაც იწვევს ათვისებული მიწების მნიშვნელოვანი ფართობის დატბორვას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამეურნეო ობიექტების, საცხოვრებელი სახლების, საწარმოო შენობა-ნაგებობათა და სხვა ობიექტების მასობრივ ნგრევასა და დაზიანებას, აგრეთვე მოსახლეობის გადასახლებას საშიში ზონიდან და დაზიანებული სახლებიდან.

7.მოსალოდნელი საფრთხის შეტყობინება ხდება მოცემული გრადაციის მიხედვით მოვლენის ხასიათის აღნიშვნით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 11 ნოე. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
842921772331541329343126
მნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…საქართველოს სისხლის სა…განსაკუთრებული მნიშვნე…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სამოქალაქო…სასმელი წყლის მიწოდები…