Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის რესურსების მართვის შესახებმუხლი 34

წყლის რესურსების მართვის შესახებ

მუხლი 34. წყალდიდობის რისკის მართვა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityღონისძიების პასუხისმგებლობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.გარემოს ეროვნული სააგენტო, ყოველ 6 წელიწადში ერთხელ ახორციელებს წყალდიდობის რისკის წინასწარ შეფასებას ყველა მდინარის სააუზო უბნისთვის და განსაზღვრავს არეალებს, სადაც წყალდიდობის პოტენციური მნიშვნელოვანი რისკი არსებობს.

2.გარემოს ეროვნული სააგენტო ამზადებს წყალდიდობის საფრთხეების რუკებს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) − წყალდიდობის რისკების რუკებს ყველა არეალისთვის, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც წყალდიდობის პოტენციური მნიშვნელოვანი რისკის არეალი. ეს რუკები განსაზღვრავს ზონებს წყალდიდობის საშუალო ალბათობით (სულ მცირე, ერთი მოვლენა 100 წელიწადში), მცირე და მაღალი ალბათობის შემთხვევებს. მდინარეთა აუზების იმ ზონებში, რომლებიც აღნიშნულია როგორც წყალდიდობის რისკის ზონები, აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს პოტენციური რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა და ეკონომიკური საქმიანობისა და გარემოს დაზიანების პოტენციური რისკი.

3.წყალდიდობის რისკის მართვის გეგმა მზადდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. წყალდიდობის რისკის მართვის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს წყალდიდობის პრევენციის, მისგან დაცვისა და მზადყოფნის საკითხებს, მათ შორის, წყალდიდობის პროგნოზსა და ადრეული შეტყობინების სისტემებს. წყალდიდობის რისკის მართვის გეგმები უნდა აისახოს მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმაში.

4.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით, კომპეტენტური სახელმწიფო უწყებები შეიმუშავებენ წყალდიდობის რისკის მართვის გეგმებს. წყალდიდობის რისკის მართვის გეგმები მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.სახელმწიფო უწყებების ფუნქციები და კომპეტენციები წყალდიდობასთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციებისთვის მზადების, რეაგირების, პრევენციისა და ადრეულ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარების საკითხში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

6.საქართველოს მთავრობა გამოსცემს დადგენილებას „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ“. თავი X წყლის რესურსების მართვის ეკონომიკური მექანიზმები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გარემოს ეროვნული სააგენტო, ყოველ 6 წელიწადში ერთხელ ახორციელებს წყალდიდობის რისკის წინასწარ შეფასებას ყველა მდინარის სააუზო უბნისთვის და განსაზღვრავს არეალებს, სადაც წყალდიდობის პოტენციური მნიშვნელოვანი რისკი არსებობს. 2. გარემოს ეროვნული სააგენტო ამზადებს წყალდიდობის საფრთხეების რუკებს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) − წყალდიდობის რისკების რუკებს ყველა არეალისთვის, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც წყალდიდობის პოტენციური მნიშვნელოვანი რისკის არეალი. ეს რუკები განსაზღვრავს ზონებს წყალდიდობის საშუალო ალბათობით (სულ მცირე, ერთი მოვლენა 100 წელიწადში), მცირე და მაღალი ალბათობის შემთხვევებს. მდინარეთა აუზების იმ ზონებში, რომლებიც აღნიშნულია როგორც წყალდიდობის რისკის ზონები, აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს პოტენციური რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა და ეკონომიკური საქმიანობისა და გარემოს დაზიანების პოტენციური რისკი. 3. წყალდიდობის რისკის მართვის გეგმა მზადდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. წყალდიდობის რისკის მართვის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს წყალდიდობის პრევენციის, მისგან დაცვისა და მზადყოფნის საკითხებს, მათ შორის, წყალდიდობის პროგნოზსა და ადრეული შეტყობინების სისტემებს. წყალდიდობის რისკის მართვის გეგმები უნდა აისახოს მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმაში. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით, კომპეტენტური სახელმწიფო უწყებები შეიმუშავებენ წყალდიდობის რისკის მართვის გეგმებს. წყალდიდობის რისკის მართვის გეგმები მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. სახელმწიფო უწყებების ფუნქციები და კომპეტენციები წყალდიდობასთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციებისთვის მზადების, რეაგირების, პრევენციისა და ადრეულ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარების საკითხში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 6. საქართველოს მთავრობა გამოსცემს დადგენილებას „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ“. თავი X წყლის რესურსების მართვის ეკონომიკური მექანიზმები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 33შემდეგი მუხლი 35

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მასობრივი ღონისძიებების სამართლებრივი აუდიტი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინფრასტრუქტურული პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება (გზა, ხიდი, წყლარინი)სერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №5

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 23წყლის რესურსების დაგეგმვისა და მართვის მექანიზმი
  • 24მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავება
  • 25საზოგადოების მონაწილეობა მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 44²მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 15დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 10საგანგებო სიტუაციის პრევენცია
  • 5ეროვნული სისტემის სუბიექტების მოვალეობები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 15გარემოს დაცვის დაგეგმვა
  • 13სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 34საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 52კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა

წყლის შესახებ

  • 26წყალდიდობის სახეები და მათი შედეგები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44²34151513265210523242534
მნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…ატმოსფერული ჰაერის დაც…დაცული ტერიტორიების სი…სამოქალაქო უსაფრთხოები…გარემოს დაცვის შესახებსაზოგადოებრივი ჯანმრთე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026