სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 23. წყალარინება

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 27 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წყალარინება, წყალარინების ქსელისა და მისი შემადგენელი კოლექტორების მეშვეობით. მომხმარებელთან მიმართებაში წყალარინების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

2.წყალარინების განცალკევებული სისტემის არსებობისას მომხმარებელი ვალდებულია არ დაუშვას მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიიდან ატმოსფერული წყლების წყალარინების სისტემაში ჩაღვრა და წყალარინების სისტემიდან ჩამდინარე სითხის სანიაღვრე სისტემაში ჩაღვრა. ატმოსფერული ნალექები თვითდინებით უნდა მიემართებოდეს ქუჩისკენ ან სპეციალურად მოწყობილი წვიმმიმღებისკენ.

3.ჩამდინარე სითხის ჩაშვება წყალარინების ქსელში შესაძლებელია მხოლოდ სანიტარიული ნორმების გათვალისწინებით.

4.იქ, სადაც მოწყობილია წყალარინების გაერთიანებული სისტემა და ნებადართულია სახლისა და ეზოს ქსელში თოვლისა და წვიმის წყლების ჩაშვება, ეზოებში უნდა მოეწყოს წვიმმიმღები ჭები ცხაურებით.

5.წყალარინების ქსელში და მასთან შეერთებულ ჩამდინარე წყლების მიმღებ ნაგებობებში აკრძალულია მყარი ნარჩენების, 60 გრადუსზე მეტი ტემპერატურის მქონე ჩამდინარე წყლების, აგრეთვე, მჟავე და ტუტოვანი წყლების და ისეთი ქიმიური მინარევების ჩაშვება, რომლებსაც შეუძლიათ წარმოქმნან ფეთქებადი ნივთიერებები და მწყობრიდან გამოიყვანონ წყალარინების ქსელები და ნაგებობები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წყალარინება, წყალარინების ქსელისა და მისი შემადგენელი კოლექტორების მეშვეობით. მომხმარებელთან მიმართებაში წყალარინების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი. 2. წყალარინების განცალკევებული სისტემის არსებობისას მომხმარებელი ვალდებულია არ დაუშვას მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიიდან ატმოსფერული წყლების წყალარინების სისტემაში ჩაღვრა და წყალარინების სისტემიდან ჩამდინარე სითხის სანიაღვრე სისტემაში ჩაღვრა. ატმოსფერული ნალექები თვითდინებით უნდა მიემართებოდეს ქუჩისკენ ან სპეციალურად მოწყობილი წვიმმიმღებისკენ. 3. ჩამდინარე სითხის ჩაშვება წყალარინების ქსელში შესაძლებელია მხოლოდ სანიტარიული ნორმების გათვალისწინებით. 4. იქ, სადაც მოწყობილია წყალარინების გაერთიანებული სისტემა და ნებადართულია სახლისა და ეზოს ქსელში თოვლისა და წვიმის წყლების ჩაშვება, ეზოებში უნდა მოეწყოს წვიმმიმღები ჭები ცხაურებით. 5. წყალარინების ქსელში და მასთან შეერთებულ ჩამდინარე წყლების მიმღებ ნაგებობებში აკრძალულია მყარი ნარჩენების, 60 გრადუსზე მეტი ტემპერატურის მქონე ჩამდინარე წყლების, აგრეთვე, მჟავე და ტუტოვანი წყლების და ისეთი ქიმიური მინარევების ჩაშვება, რომლებსაც შეუძლიათ წარმოქმნან ფეთქებადი ნივთიერებები და მწყობრიდან გამოიყვანონ წყალარინების ქსელები და ნაგებობები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 1 დეკ. 2008-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2421726 (დ…736731 (დ…412145132923
მნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…წყლის რესურსების მართვ…განსაკუთრებული მნიშვნე…ნაგავსაყრელის მოწყობის…წყალმომხმარებელთა ორგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა