Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო უსაფრთხოების შესახებმუხლი 15

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 15. საგანგებო სიტუაციის კატეგორიები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:საგანგებო სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგანგებო სიტუაცია, მისი შედეგების, მისი ლიკვიდაციისათვის საჭირო რეაგირების ძალებისა და მატერიალური რესურსების რაოდენობის გათვალისწინებით, მისი ხასიათის, ადგილისა და საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მასშტაბის მიხედვით, შეიძლება იყოს ადგილობრივი მნიშვნელობის ან ეროვნული მნიშვნელობის.

2.საგანგებო სიტუაცია ადგილობრივი მნიშვნელობისაა, თუ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოსალოდნელია, წარმოქმნილია ან/და განვითარებულია საგანგებო სიტუაცია, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საკმარისია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალები და საშუალებები ან ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალები და საშუალებები.

3.საგანგებო სიტუაცია ეროვნული მნიშვნელობისაა, თუ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოსალოდნელია, წარმოქმნილია ან/და განვითარებულია საგანგებო სიტუაცია: ა) რომლის მართვა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალებითა და საშუალებებით ან ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალებითა და საშუალებებით; ბ) რომლის ზეგავლენა შეიძლება გავრცელდეს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; გ) რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნული საგანძურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებას, საქართველოს „წითელ წიგნში“ ან „წითელ ნუსხაში“ შეტანილ იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა და მცენარეთა სახეობებს; დ) რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს ეკონომიკას ან გარემოს; ე) რომლის ლოკალიზაცია/ლიკვიდაცია ხანგრძლივად გრძელდება; ვ) რომლის ლოკალიზაცია/ლიკვიდაცია საერთაშორისო დახმარებას საჭიროებს.

4.საგანგებო სიტუაციისთვის ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის კატეგორიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის წარდგინების საფუძველზე იღებს საქართველოს მთავრობა.

5.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამოქალაქო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ან საგანგებო სიტუაციის რისკის გათვალისწინებით, მინისტრის წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციას მიანიჭოს ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის კატეგორია. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საგანგებო სიტუაცია, მისი შედეგების, მისი ლიკვიდაციისათვის საჭირო რეაგირების ძალებისა და მატერიალური რესურსების რაოდენობის გათვალისწინებით, მისი ხასიათის, ადგილისა და საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მასშტაბის მიხედვით, შეიძლება იყოს ადგილობრივი მნიშვნელობის ან ეროვნული მნიშვნელობის. 2. საგანგებო სიტუაცია ადგილობრივი მნიშვნელობისაა, თუ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოსალოდნელია, წარმოქმნილია ან/და განვითარებულია საგანგებო სიტუაცია, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საკმარისია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალები და საშუალებები ან ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალები და საშუალებები. 3. საგანგებო სიტუაცია ეროვნული მნიშვნელობისაა, თუ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოსალოდნელია, წარმოქმნილია ან/და განვითარებულია საგანგებო სიტუაცია: ა) რომლის მართვა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალებითა და საშუალებებით ან ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალებითა და საშუალებებით; ბ) რომლის ზეგავლენა შეიძლება გავრცელდეს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; გ) რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნული საგანძურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებას, საქართველოს „წითელ წიგნში“ ან „წითელ ნუსხაში“ შეტანილ იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა და მცენარეთა სახეობებს; დ) რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს ეკონომიკას ან გარემოს; ე) რომლის ლოკალიზაცია/ლიკვიდაცია ხანგრძლივად გრძელდება; ვ) რომლის ლოკალიზაცია/ლიკვიდაცია საერთაშორისო დახმარებას საჭიროებს. 4. საგანგებო სიტუაციისთვის ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის კატეგორიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის წარდგინების საფუძველზე იღებს საქართველოს მთავრობა. 5. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამოქალაქო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ან საგანგებო სიტუაციის რისკის გათვალისწინებით, მინისტრის წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციას მიანიჭოს ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის კატეგორია. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018

    მე-4 და მე-5 პუნქტებში ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის კატეგორიის მინიჭების წარმდგენი სამსახურის უფროსის ნაცვლად მინისტრია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №16

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2018
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 16საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა
  • 14ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაცია
  • 10საგანგებო სიტუაციის პრევენცია

გარემოს დაცვის შესახებ

  • 42საგანგებო მდგომარეობა ეკოლოგიური კატასტროფის დროს
  • 43საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონა

საგანგებო მდგომარეობის შესახებ

  • 1
  • 4

წყლის შესახებ

  • 29საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობა და საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონა
  • 9წყლის ჯგუფები

საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

  • 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 136საგანგებო მდგომარეობა ელექტროენერგეტიკის სექტორში

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 98სპეციალური ტრანსფერი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24243299149816141013615
მნიშვნელობით ახლოსგარემოს დაცვის შესახებსამოქალაქო უსაფრთხოები…საგანგებო მდგომარეობის…წყლის შესახებსაზოგადოებრივი საჭიროე…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026