1.ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას მართავს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.ამ კანონისა და თავისი კომპეტენციის შესაბამისად გენერალური დირექტორი პასუხს აგებს ბიბლიოთეკის საქმიანობაზე.
3.ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, შრომით ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგარიშს ბანკში, განაგებს ეროვნული ბიბლიოთეკის სახსრებს, აგრეთვე გამოსცემს ბრძანებებს და იძლევა მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა მუშაკისთვის. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი მინისტრის თანხმობით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილეს და ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტების დირექტორებს საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6608 – ვებგვერდი, 10 .07.2012წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №262 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

