1.ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ა) ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს ეროვნულ ბანკს მესამე პირებთან; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის მოსამსახურეებს; დ) ანაწილებს ფუნქციებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს შორის, აგრეთვე ეროვნული ბანკის მოხელეებს შორის; ე) უფლებამოსილია დაესწროს საქართველოს მთავრობის სხდომას ხმის უფლების გარეშე; ვ) განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საშტატო ნუსხას და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, ასევე ყველა სახის დამატებითი სარგებლის ოდენობას; ვ 1 ) განსაზღვრავს ეროვნულ ბანკში საქმისწარმოების ერთიან წესს; ზ) გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; ზ 1 ) განსაზღვრავს დამატებითი სარგებლის ოდენობას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით; თ) ქმნის სათათბირო და საკონსულტაციო ორგანოებს (კომიტეტი, კომისია); თ 1 ) (ამოღებულია - 10.03.2017, №436) ; ი) ასრულებს ამ ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცეპრეზიდენტი, ხოლო პირველი ვიცეპრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცეპრეზიდენტს აკისრებს. თუ ეროვნული ბანკის საბჭო პირველი ვიცეპრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ფაქტის დადასტურებიდან 1 თვის განმავლობაში არ დააკისრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ერთ-ერთ ვიცეპრეზიდენტს, ამ ვადის ამოწურვისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს ის ვიცეპრეზიდენტი, რომელიც უფრო ადრე გახდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი № 4188 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 17 აპრილის ორგანული კანონი №4498 – ვებგვერდი, 24.04.2019წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3114 – ვებგვერდი, 20.06.2023წ. საქართველოს 2026 წლის 15 ოქტომბრის ორგანული კანონი №1889 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

