Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 7

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 7. სამსახურის მართვა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:აღმასრულებელი მენეჯმენტიხელშეკრულებების შედგენა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2.სამსახურის გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3.სამსახურის გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მოადგილე. სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროები განისაზღვრება მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებით. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული უფლებამოსილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირველ მოადგილეს/მოადგილეს გადასცეს.

4.სამსახურის გენერალური დირექტორი თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებსა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებს.

5.სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

6.სამსახურის გენერალური დირექტორი შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ. სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით. სამსახურის ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით/კოდებით, რომელსაც/რომლებსაც განახორციელებს სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7.სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. სამსახურის გენერალური დირექტორი არანაკლებ წელიწადში ორჯერ მინისტრს წარუდგენს წერილობით ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის გენერალური დირექტორი წარუდგენს მას რიგგარეშე ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

8.სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვისა და მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას, აგრეთვე სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლსა და პენიტენციურ დაწესებულებათა სისტემურ მონიტორინგს ახორციელებს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი. თავი III სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, მისი ამოცანები და უფლებამოსილებები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამსახურის გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მოადგილე. სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროები განისაზღვრება მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებით. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული უფლებამოსილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირველ მოადგილეს/მოადგილეს გადასცეს. 4. სამსახურის გენერალური დირექტორი თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებსა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებს. 5. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 6. სამსახურის გენერალური დირექტორი შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ. სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით. სამსახურის ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით/კოდებით, რომელსაც/რომლებსაც განახორციელებს სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. სამსახურის გენერალური დირექტორი არანაკლებ წელიწადში ორჯერ მინისტრს წარუდგენს წერილობით ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის გენერალური დირექტორი წარუდგენს მას რიგგარეშე ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. 8. სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვისა და მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას, აგრეთვე სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლსა და პენიტენციურ დაწესებულებათა სისტემურ მონიტორინგს ახორციელებს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი. თავი III სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, მისი ამოცანები და უფლებამოსილებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აღმასრულებელი ხელმძღვანელის კომპენსაციის სტრუქტურირება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დირექტორის შრომითი ხელშეკრულება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 59

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 13სამსახურის ხელმძღვანელობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 6სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 32სამსახურის ხელმძღვანელობა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 20სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილეები

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 6სამსახურის მართვა და წარმომადგენლობა

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 20

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ

  • 2

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 22

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 13დირექტორი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 25

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 3¹მინისტრის

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 8სააგენტოს ხელმძღვანელობა; სააგენტოს მოსამსახურე და მისი სამართლებრივი სტატუსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
203¹2138136620253222597
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს სახელმწიფო…ფულის გათეთრებისა და ტ…საჯარო სამართლის იურიდ…შემოსავლების სამსახური…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026