მუხლი 10
1. საჯარო მოსამსახურეს, პირადი ინტერესიდან გამომდინარე, ეკრძალება: ა) შეიძინოს გარიგების დასადებად მისთვის მინდობილი საჯარო დაწესებულების ქონება; ბ) დადოს ქონებრივი გარიგება იმ საჯარო დაწესებულებასთან, სადაც მუშაობს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა; გ) თავის სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთან, პოლიტიკურ პარტიასთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან დადოს გარიგება, როგორც საჯარო მოსამსახურემ; დ) თავის ოჯახის წევრთან ან ახლო ნათესავთან დადოს ქონებრივი გარიგება, როგორც საჯარო მოსამსახურემ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
