Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 56

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 56. მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.მერის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია: ა) სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება; ბ) სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, თუ გასული არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; დ) შვებულება; ე) დროებითი შრომისუუნარობა; ვ) საპრეზიდენტო არჩევნებში ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წარდგენა, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ზ) უფლებამოსილების შეჩერების სხვა შემთხვევები (კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე).

2.მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია: ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვა; ბ) უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნა; გ) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა; დ) გარდაცვალება; ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ზ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადება; ი) ამ კანონის 141-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მერის უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება შესაბამისად პატიმრობის ვადით ან ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადით, შვებულების ვადითა და დროებითი შრომისუუნარობის ვადით, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატად რეგისტრაციიდან შესაბამისი არჩევნების შედეგების შეჯამებამდე ვადით.

4.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ფაქტების შესახებ ინფორმაციას, გარდა მე-2 პუნქტის „ზ“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულო ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით. მერს უფლებამოსილება უჩერდება/უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. მერი პირადი განცხადებით უფლებამოსილებას იხსნის საკრებულოს წინაშე. ასეთ შემთხვევაში მერს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხზე გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

5.მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს – მერის უხუცესი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში − მერის მოადგილე.

6.მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში: ა) მერს აღუდგება მერის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის მისი უფლებამოსილების ვადა, და მიეცემა განაცდური ხელფასი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) მერს, თუ გასულია მისი უფლებამოსილების ვადა, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება მერად მუშაობის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი.

7.მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 2 დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 2 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

8.მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მერის რიგგარეშე არჩევნები ინიშნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.

9.მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.

10.მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული  კანონი №3401 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4386 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №165 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის ორგანული კანონი №918 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1275 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №2227 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2436 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.

წინა მუხლი 55შემდეგი მუხლი 57

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-27 · №81

4
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 141მუხლი 43

მიუთითებენ მასზე

მუხლი 34მუხლი 59მუხლი 164მუხლი 73

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 43მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და შეჩერება
  • 59მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილებების შეჩერება და შეწყვეტა
  • 141საკრებულოს დათხოვნა და მისი საქმიანობის შეჩერება

თავდაცვის კოდექსი

  • 84სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება

მაუწყებლობის შესახებ

  • 27მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 16საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

  • 6საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

პროკურატურის შესახებ

  • 40უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლები

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 55მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 18მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

პენიტენციური კოდექსი

  • 30მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, მისი სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32²6271814143593416473554016843056
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…თავდაცვის კოდექსიმაუწყებლობის შესახებოფიციალური სტატისტიკის…ადგილობრივი წარმომადგე…პროკურატურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026