ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 16. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) გარდაცვალება.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საფუძვლების გარდა, საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია აგრეთვე: ა) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა: ა.ა) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა; ა.ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე საქმიანობის შეწყვეტა; ბ) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა: ბ.ა) საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლა; ბ.ბ) არასაპატიო მიზეზით 2 თვის განმავლობაში საბჭოს წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობა; ბ.გ) საჯარო დაწესებულებაში თანამდებობის დაკავება.

3.საბჭოს წევრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით. თავი V. საქსტატის მრჩეველთა საბჭო და სხვა საკონსულტაციო ორგანო

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²³4866⁴610435610871330916
მითითებამნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…საერთო სასამართლოების …აფხაზეთის ავტონომიური …ფიზიკური და კერძო სამა…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა