საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

მუხლი 7 (დანართი 1). ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს  აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და შემდეგ მონაცემებს: ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების დასახელებას; ბ)  კონკურსის წესით შესავსები პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასახელებას; გ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; დ) პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის მიხედვით განსაზღვრულ ფუნქციებს; ე) ინფორმაციას თანამდებობრივი სარგოს შესახებ; ვ) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას; ზ) ინფორმაციას კანდიდატის შეფასების ფორმის  შესახებ; თ) შესაბამისი  საკონკურსო კომისიის მისამართს; ი) ღია და დახურული კონკურსის ეტაპებს; კ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას; ლ) ინფორმაციას კომისიის მიერ ამ წესით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების ფორმის შესახებ.

2.შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ღია და დახურული კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 03.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 3 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 მარ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7814²⁶17²11⁸10²193534416 (და…21 (დ…22 (დ…7 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურში კონკ…საჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…დიპლომატიური სამსახური…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა