საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

მუხლი 8 (დანართი 1). ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ღია და დახურული კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება.

2.საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ღია და დახურული კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესწორება ან/და ცვლილება შეიტანოს იმავე წესით, რაც დადგენილია ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადებისათვის.

3.ღია და დახურული კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა გულისხმობს საჯარო დაწესებულების მიერ ახალი  ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადებას.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, არსებითი ცვლილებისა და ღია ან დახურული კონკურსის ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილებების შეტანამდე.

5.ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ღია და დახურული კონკურსების გამოცხადებისას კანდიდატს ახალი განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 5 კალენდარული დღის ვადა. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 მაისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 16.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 24.03.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 24 მარ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 მარ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4011⁸10²18835117409 (და…7 (და…6 (და…8¹ (დ…8 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურში კონკ…საჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…სახელმწიფო შესყიდვების…პროფესიული საჯარო მოხე…დიზაინის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა