პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 2 (დანართი 1). ტერმინთა განმარტება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა)  მოხელის რანგი − კომპეტენციის შინაარსი და უფლებამოსილების დონე; ბ) მოხელის თანამდებობა − 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობა; გ) საჯარო დაწესებულება − 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება; დ) პირველადი სტრუქტურული ერთეული − საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების ორგანიზაციული მოწყობის ფორმა, რომელიც წარმოადგენს საჯარო დაწესებულების სტრუქტურის შემადგენელ ნაწილს; ე) მეორადი სტრუქტურული ერთეული − საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების ქვეშ არსებული ქვემიმართულების ორგანიზაციული მოწყობის ფორმა, რომელიც  წარმოადგენს საჯარო დაწესებულების სტრუქტურის შემადგენელ ნაწილს; ვ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და მისი მოადგილე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და მისი მოადგილე ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − რესურსცენტრის უფროსი და მისი მოადგილე ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და მისი მოადგილე.

2.ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 01.03.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 მარ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27433251253 (და…3 (და…5 (და…6 (და…2832 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…პროფესიული საჯარო მოხე…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს ზოგადი ადმ…პროფესიული საჯარო მოხე…საჯარო დაწესებულებაში …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა