ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განცხადება – უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის თაობაზე ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა ; ბ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; დ) (ამოღებულია – 24.04.2012, №6061); ე) მაძიებელი – პენსიის მიღების უფლების მქონე პირი პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტიდან; ვ) პენსიონერი – პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია; ზ) მინისტრი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; თ) მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელსაც აქვს კანონიერი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, საქართველოს საზღვრების გარეთ კანონიერად მუშაობის, სწავლის ან მოგზაურობის მიუხედავად; ი) პენსია – პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებელი; კ) კომპეტენტური ორგანო – ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ლ) (ამოღებულია – 24.04.2012, №6061). საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის კანონი №1490 - ვებგვერდი, 11.11.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2483 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4376 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5376 - ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №149 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №503 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2117 – ვებგვერდი, 18.04.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3079 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5467 – ვებგვერდი, 19.12.2019წ. თავი II. პენსიის დანიშვნა
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №27 · ძალაშია 1 იან. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
18 აპრ. 2018 – 1 ივლ. 2018 ტექსტი უცნობია
1 ივლ. 2017 – 1 ოქტ. 2017 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 8
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 19 დეკ. 2019
მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტში პენსიის განმარტებიდან ამოვიდა ჯანმრთელობის დაზღვევა, ხოლო „კ“ ქვეპუნქტში კომპეტენტურ ორგანოდ განისაზღვრა სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის კონტროლს, წარმომადგენლის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას მინისტრი უზრუნველყოფს.
- · გამოქვეყნდა 24 ივნ. 2016
მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს დაემატა გამონაკლისი, რომლის მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიაში და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა, და დაწესდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდების წესი.
- · გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში საჯარო საქმიანობის ცნებას გამოეყო საუბნო საარჩევნო კომისიაში და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული საქმიანობა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება საჯარო საქმიანობას მიკუთვნებულ საქმიანობაზეა შემოფარგლული.
- · გამოქვეყნდა 11 ნოე. 2013
მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში შეიცვალა „საჯარო საქმიანობის“ განმარტება: ის მოიცავს საჯარო სამსახურსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით ანაზღაურებად საქმიანობას, ჩამოთვლილი დაწესებულებების გამონაკლისით, და ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო აწვდის.
- · გამოქვეყნდა 7 მაი. 2012
მე-4 მუხლს დაემატა ტერმინი „მარჩენალდაკარგული“ (ო.დ ჩამონათვალში და „ღ“ ქვეპუნქტით განმარტებით) და „ქ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

