1.ცენტრალური ორგანო საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მშვილებლებზე ( მშვილებელზე) გასცემს საერთაშორისო შვილად აყვანის მოწმობის ( სერტიფიკატის) დედანს, ხოლო ასლს მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უგზავნის.
2.საერთაშორისო შვილად აყვანის მოწმობის ( სერტიფიკატის) ფორმას ამტკიცებს ცენტრალური ორგანო.






