აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნორმატიული აქტი

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 11 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

2.მინისტრის ბრძანების პროექტი წინასწარი სამართლებრივი ექს­პერ­ტი­ზი­სათვის გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს. მთავრობის აპარატი მინისტრის ბრძანების პროექტის გადაცემიდან შვიდი დღის ვა­დაში გასცემს დასკვნას ნორმატიული აქტის პროექტის უპი­რა­ტესი იუ­რი­დი­უ­ლი ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე. მთავ­რობის აპარატის დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემ­თხ­ვე­ვა­ში მინის­ტრის ბრძა­ნე­ბის პროექტი შესაბამისობაში უნ­და იქნეს მოყვანილი უპირატესი იუ­რიდიული ძალის მქონე ნორმა­ტი­ულ აქტებთან.

3.თუ მთავრობის აპარატი მისთვის ნორმატიული აქტის პროექტის გა­და­­ცემიდან 7 დღის ვადაში არ გასცემს შესაბამის დასკვნას, მინისტრის ბრძა­ნების პროექტი ჩაითვლება მთავრობის აპარატის მიერ მოწონებულად, ხოლო მთავ­რობის აპარატის დადებითი დას­კვნა – მი­ღე­ბულად.

4.წინასწარი სამართლებრივი ექსპერტიზის დროს გაცემულ მთავრობის აპა­რატის დასკვნას მინისტრის ნორმატიული აქ­ტე­ბის მიმართ აქვს სავალ­დე­ბუ­ლო ხასიათი.

5.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, სტუქტურულ ერთეულებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არა აქვთ ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 აპრ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
132712111012112623710410313
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა