„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 12. პირველადი შენატანი
1. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ფონდში ერთჯერადად გადაიხადონ პირველადი შენატანი ფულადი ფორმით, 100 000 ლარის ოდენობით.
2. ახალი კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ფონდში პირველადი შენატანი გადაიხადონ შესაბამისი ლიცენზიის მიღებიდან 30 დღის ვადაში. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
