სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზანია სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების (შემდგომ – ჯიშები) გასავრცელებლად დაშვების და მათი თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების  განსაზღვრა საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველსაყოფად.

2.ეს კანონი არეგულირებს ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, აღწარმოებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასთან, სერტიფიცირებასთან, რეალიზაციასა და მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

3.ეს კანონი არ ვრცელდება: ა) გენური ინჟინერიის მეთოდით მიღებული მცენარეების ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის დამზადებაზე, წარმოებაზე, აღწარმოებაზე, გადამუშავებაზე, შენახვაზე, სერტიფიცირებაზე, ტრანსპორტირებაზე, მიკვლევადობაზე, რეალიზაციასა და გამოყენებაზე; ბ) პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე; გ) საქართველოში სასელექციო საქმიანობისთვის განკუთვნილ იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალაზე; დ) საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ თესლსა და სარგავ მასალაზე; ე) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონებით რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12221116311111
მნიშვნელობით ახლოსსავალდებულო სერტიფიცირ…სურსათის/ცხოველის საკვ…ვაზისა და ღვინის შესახ…ცხოველთა და მცენარეთა …სამრეწველო ემისიების შ…პესტიციდებისა და აგროქ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა