Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებმუხლი 2

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადგილობრივი (აბორიგენული) ჯიში − ჯიში, რომელიც ჩამოყალიბებულია ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში ბუნებრივი და ხელოვნური გამორჩევის ურთიერთშეწყობით − ხალხური სელექციით; ბ) გამოცდა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე − საველე და ლაბორატორიული გამოცდების ერთობლიობა, რომელიც ტარდება ჯიშის ქვეყნის აგროკლიმატურ ზონაში ადაპტაციასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე; გ) განსხვავებულობა – მცენარის ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების მცენარის ცნობილი ჯიშის ნიშან-თვისებებისგან განსხვავება. მცენარის ჯიში ცნობილად მიიჩნევა, თუ მის შესახებ მონაცემები შეტანილია მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში ან ოფიციალურ კატალოგში, ჯიში აღწერილია და მის შესახებ მონაცემები გამოქვეყნებულია სპეციალურ ლიტერატურაში ან ჯიში გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. სელექციონერის უფლების მოპოვებისათვის მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვის ან მისი გასავრცელებლად დაშვების მიზნით სხვა ქვეყანაში წარდგენილი განაცხადი მცენარის ჯიშს ცნობილად აღიარებს, თუ იგი იქნება სამართლებრივად დაცული ან გასავრცელებლად დაშვებული ჯიში; დ) გასავრცელებლად დაშვებული ჯიში − სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული ჯიში, რომელიც ეროვნულ კატალოგშია შეტანილი; ე) გენური ინჟინერიის მეთოდით მიღებული მცენარე − მცენარე, რომლის გენური ნიშან-თვისებები შეიცვალა მოდიფიცირებული გენის ან სხვა ორგანიზმის გენის შეცვლის შედეგად, გენური ინჟინერიის მეთოდის გამოყენებით; ვ) ერთგვაროვნება – ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების ერთგვაროვნება, მცენარის გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი ცვალებადობის გათვალისწინებით; ზ) ეროვნული კატალოგი – საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი ჯიშების ჩამონათვალი; თ) ეტიკეტი − თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, რომელიც განთავსებულია შეფუთვაზე ან/და მის თანმხლებ დოკუმენტზე; ი) თესლი − მცენარის ნაწილი, რომელიც მისი შენარჩუნებისა და კვლავწარმოებისთვის გამოიყენება; კ) თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება − განსაზღვრულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც თესლისა და სარგავი მასალის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლადაა გამიზნული; ლ) მეთესლეობა − საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებას, აღწარმოებას, გადამუშავებას, შენახვას, რეალიზაციასა და მიკვლევადობას, ჯიშობრივი ნიშან-თვისებებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებით; მ) მცენარის ჯიში − ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი საფეხურის ფარგლებში არსებული მცენარეთა ჯგუფი, რომელიც, მიუხედავად იმისა, სრულად აკმაყოფილებს თუ არა სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია განისაზღვროს მოცემული გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ მახასიათებელთა გამომჟღავნებით, სხვა მცენარეთა ჯგუფებისაგან განსხვავდება მითითებული მახასიათებლებიდან სულ მცირე ერთის გამომჟღავნებით და შეიძლება განხილულ იქნეს მთლიანად, მისი უცვლელად კვლავწარმოებისათვის გამოდგომის თვალსაზრისით; ნ) პირი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა ითვალისწინებს ჯიშების გასავრცელებლად დაშვების და მათი თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში მომსახურების გაწევას და რომელიც პასუხისმგებელია ამ საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისათვის; ო) საველე ინსპექტირება − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც საველე პირობებში თესლისა და სარგავი მასალის ჯიშობრივი იდენტურობის, ჯიშობრივი სიწმინდის და დასარევლიანების ხარისხის დასადგენადაა გამიზნული; პ) საველე ინსპექტორი − სერტიფიცირების ორგანოს უფლებამოსილი პირი, რომელიც დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს სათესლე ნაკვეთების ინსპექტირებასა და აპრობაციას; ჟ) საკონტროლო გამოცდა − თესლისა და სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დადგენა მათი მინდვრად, ნიადაგის სპეციალურ დანაყოფებზე თესვითა და რგვით და შესწავლით; რ) სარგავი მასალა – მცენარე და მისი ვეგეტაციური ორგანოები, რომლებიც მცენარის გასამრავლებლადაა განკუთვნილი; ს) სასოფლო-სამეურნეო კულტურა − მცენარეთა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მცენარეთა რამდენიმე ჯიშს და კულტივირდება სურსათის, ტექნიკური ნედლეულისა და ცხოველთა საკვების მისაღებად, აგრეთვე დეკორატიული მიზნით; ტ) სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა (VCU) − ეროვნულ კატალოგში შეტანილი ჯიშის სამეურნეო თვალსაზრისით სასარგებლო ნიშან-თვისებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს ამ ჯიშისგან წარმოებული პროდუქციის ხარისხს, მიღებული მოსავლის გამოყენებას და მნიშვნელობას საქართველოს ერთი ან რამდენიმე ზონისათვის. აღნიშნული მონაცემები ფასდება ჯიშის ნიშან-თვისებათა ურთიერთშეწყობა-კომპენსირების პრინციპით; უ) სტაბილურობა – მცენარის ჯიშის თვისება, მრავალჯერადი გამრავლების ან გამრავლების განსაკუთრებული ციკლის მიუხედავად, უცვლელად შეინარჩუნოს ამ ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებები; ფ) სერტიფიკატი − ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ჯიშების თესლი და სარგავი მასალა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს; ქ) სერტიფიცირების ორგანო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, აგრეთვე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი; ღ) ჯიშის ოფიციალური აღწერა − ჯიშობრივი მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც თან ახლავს ეროვნულ კატალოგში შეტანილ ჯიშს; ყ) ჯიშობრივი იდენტურობა − ბიოლოგიურ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც თესლი გარკვეულ ჯიშს მიეკუთვნება და რომელიც განისაზღვრება ჯიშობრივი მახასიათებლების ოფიციალური აღწერით, რომლებიც ვლინდება მოცემულ გენოტიპში ან გენოტიპთა კომბინაციაში; შ) ჯიშობრივი მახასიათებლები − მახასიათებლების ერთობლიობა, რომლითაც განისაზღვრება თესლის ჯიშობრივი იდენტურობა, ჯიშობრივი სიწმინდე და ხარისხი; ჩ) ჯიშობრივი სიწმინდე − პოპულაციაში ჯიშის ან თესლისა და სარგავი მასალის წილი, რომელიც ჯიშის ოფიციალურ აღწერას შეესაბამება. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1646 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4434 – ვებგვერდი, 02.10.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადგილობრივი (აბორიგენული) ჯიში − ჯიში, რომელიც ჩამოყალიბებულია ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში ბუნებრივი და ხელოვნური გამორჩევის ურთიერთშეწყობით − ხალხური სელექციით; ბ) გამოცდა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე − საველე და ლაბორატორიული გამოცდების ერთობლიობა, რომელიც ტარდება ჯიშის ქვეყნის აგროკლიმატურ ზონაში ადაპტაციასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე; გ) განსხვავებულობა – მცენარის ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების მცენარის ცნობილი ჯიშის ნიშან-თვისებებისგან განსხვავება. მცენარის ჯიში ცნობილად მიიჩნევა, თუ მის შესახებ მონაცემები შეტანილია მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში ან ოფიციალურ კატალოგში, ჯიში აღწერილია და მის შესახებ მონაცემები გამოქვეყნებულია სპეციალურ ლიტერატურაში ან ჯიში გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. სელექციონერის უფლების მოპოვებისათვის მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვის ან მისი გასავრცელებლად დაშვების მიზნით სხვა ქვეყანაში წარდგენილი განაცხადი მცენარის ჯიშს ცნობილად აღიარებს, თუ იგი იქნება სამართლებრივად დაცული ან გასავრცელებლად დაშვებული ჯიში; დ) გასავრცელებლად დაშვებული ჯიში − სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული ჯიში, რომელმაც გაიარა გამოცდა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე და რომელიც ეროვნულ კატალოგშია შეტანილი; ე) გენური ინჟინერიის მეთოდით მიღებული მცენარე − მცენარე, რომლის გენური ნიშან-თვისებები შეიცვალა მოდიფიცირებული გენის ან სხვა ორგანიზმის გენის შეცვლის შედეგად, გენური ინჟინერიის მეთოდის გამოყენებით; ვ) ერთგვაროვნება – ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების ერთგვაროვნება, მცენარის გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი ცვალებადობის გათვალისწინებით; ზ) ეროვნული კატალოგი – საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი ჯიშების ჩამონათვალი; თ) ეტიკეტი − თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, რომელიც განთავსებულია შეფუთვაზე ან/და მის თანმხლებ დოკუმენტზე; ი) თესლი − მცენარის ნაწილი, რომელიც მისი შენარჩუნებისა და კვლავწარმოებისთვის გამოიყენება; კ) თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება − განსაზღვრულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც თესლისა და სარგავი მასალის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლადაა გამიზნული; ლ) მეთესლეობა − საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებას, აღწარმოებას, გადამუშავებას, შენახვას, რეალიზაციასა და მიკვლევადობას, ჯიშობრივი ნიშან-თვისებებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებით; მ) მცენარის ჯიში − ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი საფეხურის ფარგლებში არსებული მცენარეთა ჯგუფი, რომელიც, მიუხედავად იმისა, სრულად აკმაყოფილებს თუ არა სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია განისაზღვროს მოცემული გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ მახასიათებელთა გამომჟღავნებით, სხვა მცენარეთა ჯგუფებისაგან განსხვავდება მითითებული მახასიათებლებიდან სულ მცირე ერთის გამომჟღავნებით და შეიძლება განხილულ იქნეს მთლიანად, მისი უცვლელად კვლავწარმოებისათვის გამოდგომის თვალსაზრისით; ნ) პირი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა ითვალისწინებს ჯიშების გასავრცელებლად დაშვების და მათი თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში მომსახურების გაწევას და რომელიც პასუხისმგებელია ამ საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისათვის; ო) საველე ინსპექტირება − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც საველე პირობებში თესლისა და სარგავი მასალის ჯიშობრივი იდენტურობის, ჯიშობრივი სიწმინდის და დასარევლიანების ხარისხის დასადგენადაა გამიზნული; პ) საველე ინსპექტორი − სერტიფიცირების ორგანოს უფლებამოსილი პირი, რომელიც დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს სათესლე ნაკვეთების ინსპექტირებასა და აპრობაციას; ჟ) საკონტროლო გამოცდა − თესლისა და სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დადგენა მათი მინდვრად, ნიადაგის სპეციალურ დანაყოფებზე თესვითა და რგვით და შესწავლით; რ) სარგავი მასალა – მცენარე და მისი ვეგეტაციური ორგანოები, რომლებიც მცენარის გასამრავლებლადაა განკუთვნილი; ს) სასოფლო-სამეურნეო კულტურა − მცენარეთა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მცენარეთა რამდენიმე ჯიშს და კულტივირდება სურსათის, ტექნიკური ნედლეულისა და ცხოველთა საკვების მისაღებად, აგრეთვე დეკორატიული მიზნით; ტ) სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა (VCU) − ეროვნულ კატალოგში შეტანილი ჯიშის სამეურნეო თვალსაზრისით სასარგებლო ნიშან-თვისებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს ამ ჯიშისგან წარმოებული პროდუქციის ხარისხს, მიღებული მოსავლის გამოყენებას და მნიშვნელობას საქართველოს ერთი ან რამდენიმე ზონისათვის. აღნიშნული მონაცემები ფასდება ჯიშის ნიშან-თვისებათა ურთიერთშეწყობა-კომპენსირების პრინციპით; უ) სტაბილურობა – მცენარის ჯიშის თვისება, მრავალჯერადი გამრავლების ან გამრავლების განსაკუთრებული ციკლის მიუხედავად, უცვლელად შეინარჩუნოს ამ ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებები; ფ) სერტიფიკატი − ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ჯიშების თესლი და სარგავი მასალა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს; ქ) სერტიფიცირების ორგანო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, აგრეთვე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი; ღ) ჯიშის ოფიციალური აღწერა − ჯიშობრივი მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც თან ახლავს ეროვნულ კატალოგში შეტანილ ჯიშს; ყ) ჯიშობრივი იდენტურობა − ბიოლოგიურ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც თესლი გარკვეულ ჯიშს მიეკუთვნება და რომელიც განისაზღვრება ჯიშობრივი მახასიათებლების ოფიციალური აღწერით, რომლებიც ვლინდება მოცემულ გენოტიპში ან გენოტიპთა კომბინაციაში; შ) ჯიშობრივი მახასიათებლები − მახასიათებლების ერთობლიობა, რომლითაც განისაზღვრება თესლის ჯიშობრივი იდენტურობა, ჯიშობრივი სიწმინდე და ხარისხი; ჩ) ჯიშობრივი სიწმინდე − პოპულაციაში ჯიშის ან თესლისა და სარგავი მასალის წილი, რომელიც ჯიშის ოფიციალურ აღწერას შეესაბამება. საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის  კანონი №1646 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4434 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.02.10.2024წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 2 ოქტ. 2024
  2. 14 დეკ. 2017
შემდეგი მუხლი 3

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-09-17 · №2

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2024-10-02
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

  • 4საქართველოს ტერიტორიაზე ჯიშების გასავრცელებლად დაშვების წესი
  • 5ეროვნული კატალოგი

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 2—
  • 35—

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

  • 3ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12332354445322
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა და მცენარეთა …სავალდებულო სერტიფიცირ…ნიადაგების კონსერვაციი…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…სურსათად/ცხოველის საკვ…სახელმწიფო საკუთრებაში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 სექ. 2024