სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

მუხლი 6. ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილი

1.დაუშვებელია ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის საქართველოს ბაზარზე სერტიფიკატის გარეშე განთავსება.

2.სერტიფიკატი გაიცემა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესით“ განსაზღვრული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის კონკრეტული პარტიებისათვის.

3.ჯიშების თესლი და სარგავი მასალა, რომელთა სერტიფიცირება სავალდებულოა, ექვემდებარება საველე ინსპექტირებასა და ლაბორატორიულ შემოწმებას მათი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.

4.სერტიფიცირების ორგანო უფლებამოსილია ჩაატაროს საკონტროლო გამოცდა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის პარტიის ჯიშობრივი იდენტურობისა და ჯიშობრივი სიწმინდის შესამოწმებლად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად.

5.პირი, რომელიც რეალიზაციის მიზნით აწარმოებს ჯიშების თესლსა და სარგავ მასალას, ვალდებულია: ა) სერტიფიცირების ორგანოს წარუდგინოს განაცხადი თესლისა და სარგავი მასალის საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების შესახებ; ბ) თესლი და სარგავი მასალა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაამზადოს; გ) შეინახოს ბოლო 5 წლის განმავლობაში დამზადებული, რეალიზებული და გამოყენებული თესლისა და სარგავი მასალის რაოდენობისა და წარმომავლობის შესახებ დოკუმენტაცია; დ) ხელი შეუწყოს საველე ინსპექტორს მოვალეობათა შესრულებაში.

6.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება: ა) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა; ბ) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 დეკ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26²¹1698¹33²4744381815117146
მითითებამნიშვნელობით ახლოსსავალდებულო სერტიფიცირ…ვაზისა და ღვინის შესახ…ცხოველთა და მცენარეთა …საქართველოს „წითელი ნუ…პესტიციდებისა და აგროქ…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა