საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შემოსავლის წყაროები შეიძლება იყოს: ა) საწევრო გადასახადები; ბ) გრანტები, შემოწირულებანი, შენატანები; გ) საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; დ) საზოგადოების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო პირებთან (მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებთან) დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული ანაზღაურება; ე) ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რომლის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შემოსავალი არ უნდა უკავშირდებოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპების ან მიზნების შეუსაბამო იქნება და საფრთხეს შეუქმნის ამ საზოგადოების აღნიშნულ მოძრაობაში წევრობას.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ
მუხლი 13
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 21 ნოე. 2018 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

