Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაცული ტერიტორიების სისტემის შესახებმუხლი 19

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

მუხლი 19. დაფინანსება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹3456

1.ამ კანონითა და თავისი დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; დ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებანი; ე) დაცულ ტერიტორიაზე დაშვებული კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობებით მიღებული შემოსავლები; ვ) რეკრეაციული, სამეურნეო, ტურისტული და არასაბიუჯეტო სახსრებით დამზადებული სუვენირების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები; ზ) ამ კანონის მე-12 მუხლის 2 1 −2 5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემით მიღებული შემოსავლები; თ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობების დროს) დაცული ტერიტორიის სახელწოდების ან სიმბოლიკის გამოყენებით მიღებული შემოსავლები; ი) დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეტყის დამზადებისას ერთი კუბური მეტრი მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები; კ) დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევით, აგრეთვე დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემითა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემით მიღებული შემოსავლები.

2¹.ამ კანონის მე-12 მუხლის 2 5 პუნქტით და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასურს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3.დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4.დაცული ტერიტორიების გასხვისება აკრძალულია.

5.(ამოღებულია - 15.12.2021, №1103).

6.(ამოღებულია - 15.12.2021, №1103) . საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №865 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.32 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3975 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.342 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4392 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4863 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1357 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2016 წლის 17 თებერვლის კანონი №4736 - ვებგვერდი, 25.02.2016წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1103 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 1 იან. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2021
  2. 25 თებ. 2016
  3. 9 ოქტ. 2013

    მე-2 პუნქტში სააგენტოს შემოსავლების წყაროები ახლებურად დაჯგუფდა და დაემატა „ი“ ქვეპუნქტი და 2¹ პუნქტი მთავრობის მიერ საფასურის განსაზღვრის შესახებ; მე-3 პუნქტში თანხმობის საჭიროების ჩამონათვალი ჩანაცვლდა კანონმდებლობაზე მითითებით.

  4. 6 ივლ. 2011

    19-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში დაცული ტერიტორიის შემოსავლების წყაროები დაკონკრეტდა სუვენირების რეალიზაციით, ქონების სარგებლობაში გადაცემით და სახელწოდების ან სიმბოლიკის გამოყენებით.

  5. 17 მარ. 2011

    1-ელ და მე-6 პუნქტებში სამინისტროს სახელწოდება „ეკონომიკური განვითარების“ შეიცვალა „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების“ სამინისტროთი, როგორც ქონების გადამცემი და თანხმობის მიმცემი ორგანო.

  6. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2007

    მე-19 მუხლის პირველ პუნქტში სახელმწიფო დაფინანსება ჩანაცვლდა სააგენტოსთვის ქონების გადაცემით, ხოლო მე-2 პუნქტი შეიცვალა სააგენტოს შემოსავლის წყაროების ჩამონათვალით და დაემატა მე-3–მე-6 პუნქტები თანხმობის მოთხოვნებისა და გასხვისების აკრძალვის შესახებ.

  7. 7 მაი. 2007

    პირველ პუნქტში დაცული ტერიტორიების სამსახური შეიცვალა დაცული ტერიტორიების დეპარტამენტით, რომლის საქმიანობასაც აფინანსებს სახელმწიფო.

  8. 22 დეკ. 2006

    მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში დაფინანსების წყაროდ ახლა დასახელებულია არასამთავრობო ორგანიზაციები და საქველმოქმედო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, ბიუჯეტისა და ფონდების ნაცვლად.

  9. 19 იან. 2005

    მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულია, ანუ დაფინანსების წყაროთა ჩამონათვალიდან ამოვიდა დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის შემოსავლითა და ჯარიმებით შედგენილი სპეციალური მიზნობრივი ფონდი; „გ“ ქვეპუნქტი უცვლელია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 18³შემდეგი მუხლი 20

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №23

  • 9 ცვლილება · ბოლო 24 დეკ. 2021
  • 11 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სამოქა… 12მუხლი 12

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18დაცული ტერიტორიების მართვა

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 9სააგენტოს ქონება და დაფინანსება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 31სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 76სააგენტოს ქონება და დაფინანსება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 9სააგენტოს ქონება და შემოსავლები

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 21²სააგენტოს დაფინანსება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 25სააგენტოს დაფინანსება

ტურიზმის შესახებ

  • 10ორგანიზაციის დაფინანსება

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 15გარემოსდაცვითი პროგრამის დაფინანსების წყარო

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ

  • 9ორგანიზაციის დაფინანსება

თბილისის ეროვნული პარკის შესახებ

  • 4თბილისის ეროვნული პარკის დაფინანსება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

  • 13დაფინანსება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
134912121897621²93115251019
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…დაცული ტერიტორიების სი…ტრანსპორტის სფეროს მარ…საჯარო სამართლის იურიდ…პროდუქტის უსაფრთხოების…სახელმწიფო სერვისების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026