Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებმუხლი 7

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ

მუხლი 7

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება: ა) მოწოდებულია იმისათვის, რომ ადამიანებს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ააცილოს თავიდან ან შეუმსუბუქოს შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეული გასაჭირი; ბ) საკუთარი პროგრამების საშუალებით ან საქართველოს ხელისუფლების დამხმარე საზოგადოების სახით უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას ჯანმრთელობის დაცვის, კატასტროფის თავიდან აცილების, სოციალური კეთილდღეობისა და განათლების სფეროებში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან კოორდინაციით ახორციელებს სოციალურ ღონისძიებებს; დ) პროპაგანდას უწევს ადამიანის სისხლის უანგარო დონორობას და მონაწილეობს შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებაში; ე) ხელს უწყობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებს, საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო-სანიტარიულ სამსახურებს და სხვა შესაბამის უწყებებს შეიარაღებული კონფლიქტისა და სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისათვის სამედიცინო დახმარებისა და სხვა გადაუდებელი დახმარების გაწევაში; ვ) მოსახლეობისათვის ზიანის მასობრივად მიყენების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის საერთაშორისო პროგრამების განხორციელებას ან/და თავად მონაწილეობს მათ განხორციელებაში; ზ) ქმნის პროფესიულ ოპერატიულ-სამაშველო სამსახურებს სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებულთათვის დახმარების გასაწევად; თ) პირველადი დახმარების პროგრამების განხორციელებით მონაწილეობს მოსახლეობის კატასტროფისა და საომარი მოქმედებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფაში; ი) პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო პროგრამით ამზადებს სატრანსპორტო საშუალებების პროფესიონალ და მოყვარულ მძღოლებს და სხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლებს; კ) მონაწილეობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ მოძიების ოპერაციებში, რისთვისაც ქმნის შესაბამის სამსახურს; ლ) ეწევა ისეთ მომსახურებას, რომელიც ხელს უწყობს ოჯახური კავშირების აღდგენას, მათ შორის, ეხმარება შეიარაღებული კონფლიქტის, ბუნებრივი კატასტროფის ან ავადმყოფობის შემდეგ განცალკევებულ ოჯახის წევრებს კონტაქტის აღდგენაში და აწვდის მათ ერთმანეთის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას; მ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების პატივისცემას, კერძოდ, მათ შესახებ ცოდნის გავრცელებისა და ეროვნულ დონეზე ამ ნორმების დაცვის ხელშეწყობით; ნ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას და წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემების დაცვას; ო) ასრულებს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებითა და მათი დამატებითი ოქმებით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3598– ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2396 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება: ა) მოწოდებულია იმისათვის, რომ ადამიანებს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ააცილოს თავიდან ან შეუმსუბუქოს შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეული გასაჭირი; ბ) საკუთარი პროგრამების საშუალებით ან საქართველოს ხელისუფლების დამხმარე საზოგადოების სახით უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას ჯანმრთელობის დაცვის, კატასტროფის თავიდან აცილების, სოციალური კეთილდღეობისა და განათლების სფეროებში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან კოორდინაციით ახორციელებს სოციალურ ღონისძიებებს; დ) პროპაგანდას უწევს ადამიანის სისხლის უსასყიდლოუანგარო დონორობას და მონაწილეობს შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებაში; ე) ხელს უწყობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებს, საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო-სანიტარიულ სამსახურებს და სხვა შესაბამის უწყებებს შეიარაღებული კონფლიქტისა და სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისათვის სამედიცინო დახმარებისა და სხვა გადაუდებელი დახმარების გაწევაში; ვ) მოსახლეობისათვის ზიანის მასობრივად მიყენების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის საერთაშორისო პროგრამების განხორციელებას ან/და თავად მონაწილეობს მათ განხორციელებაში; ზ) ქმნის პროფესიულ ოპერატიულ-სამაშველო სამსახურებს სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებულთათვის დახმარების გასაწევად; თ) პირველადი დახმარების პროგრამების განხორციელებით მონაწილეობს მოსახლეობის კატასტროფისა და საომარი მოქმედებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფაში; ი) პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო პროგრამით ამზადებს სატრანსპორტო საშუალებების პროფესიონალ და მოყვარულ მძღოლებს და სხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლებს; კ) მონაწილეობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ მოძიების ოპერაციებში, რისთვისაც ქმნის შესაბამის სამსახურს; ლ) ეწევა ისეთ მომსახურებას, რომელიც ხელს უწყობს ოჯახური კავშირების აღდგენას, მათ შორის, ეხმარება შეიარაღებული კონფლიქტის, ბუნებრივი კატასტროფის ან ავადმყოფობის შემდეგ განცალკევებულ ოჯახის წევრებს კონტაქტის აღდგენაში და აწვდის მათ ერთმანეთის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას; მ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების პატივისცემას, კერძოდ, მათ შესახებ ცოდნის გავრცელებისა და ეროვნულ დონეზე ამ ნორმების დაცვის ხელშეწყობით; ნ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას და წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემების დაცვას; ო) ასრულებს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებითა და მათი დამატებითი ოქმებით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3598№3598– ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2396 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.27.12.2022წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2022
  2. 21 ნოე. 2018
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2022-12-15 · №2

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2022-12-27
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ

  • 2—
  • 14—
  • 3—

წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

  • 10—
  • 11—
  • 12—

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 21—

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 10საქველმოქმედო საქმიანობა

პოლიციის შესახებ

  • 17პოლიციის უფლებამოსილებანი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 17ცნობიერების ამაღლება

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 8სოციალური მომსახურება

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 46—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4682110172143101112177
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს წითელი ჯვრ…წითელი ჯვრის, წითელი ნ…საქართველოს სახალხო და…საქართველოს საგადასახა…პოლიციის შესახებშეზღუდული შესაძლებლობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2022