ტექნიკური რეგლამენტი - „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ

მუხლი 5 (დანართი 1). ხმაურის არახელსაყრელი ზემოქმედების პროფილაქტიკის ღონისძიებები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ხმაურის საწინააღმდეგო ღონისძიებათა ძირითადი მიმართულებებია: ა) ხმაურის წყაროში – საინჟინრო-ტექნიკური და ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული ღონისძიებები; ბ) ხმაურის გავრცელების გზაზე (ხმაურის წყაროდან ობიექტამდე) – ქალაქთმშენებლობისა და სამშენებლო-აკუსტიკური მეთოდები; გ) ხმაურისაგან დასაცავ ობიექტზე – შენობის კონსტრუქციების ხმაურსაიზოლაციო და ხმაურმშთანთქმელი თვისებების გაზრდის კონსტრუქციულ-სამშენებლო მეთოდები და არქიტექტურულ-გეგმარებითი მეთოდები.

2.აკუსტიკური ხმაურის მავნე მოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვა ხორციელდება საინჟინრო-ტექნიკური, არქიტექტურულ-გეგმარებითი და ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული ღონისძიებებით.

3.ხმაურის საწინააღმდეგო საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებებია: ბგერის იზოლაცია, შენობების აკუსტიკურად რაციონალური მოცულობით-გეგმარებითი გადაწყვეტა, ჰაერის ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებში ჩამხშობების გამოყენება, სათავსების აკუსტიკური დამუშავება, ხმაურის შემცირება ობიექტებზე სპეციალური ეკრანებითა და მწვანე ნარგავებით და ა.შ..

4.ხმაურის საწინააღმდეგო არქიტექტურულ-გეგმარებითი ღონისძიებებია: საცხოვრებელი განაშენიანებისაგან ხმაურის წყაროს დაცილება, ხმაურის წყაროსა და საცხოვრებელ განაშენიანებას შორის ხმაურდამცავი ეკრანების განთავსება, საცხოვრებელი სახლების დაჯგუფების რაციონალური სქემის გამოყენება (ხმაურის წყაროსაგან დახურული ან ნახევრად დახურული შიდა სივრცის შექმნა) და ა.შ..

5.ხმაურისაგან დაცვის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული ღონისძიებებია, მაგალითად, ტრანსპორტის ხმაურიანი სახეების მაგისტრალებზე ღამის საათებში ექსპლოატაციის შეზღუდვა, ხმაურიანი რეაქტიული თვითმფრინავების (რომლებიც ქმნიან 80 დბA-ზე მეტ ხმაურს) უპირატესად დღისით ექსპლოატაცია. დანართი  №1 აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და მათი განაშენიანების  ტერიტორიებზე № სათავსებისა და ტერიტორიების გამოყენებითი ფუნქციები დასაშვები ნორმები Lდღე (დბA) L ღამე (დბA) დღე საღამო 1 სასწავლო დაწესებულებები და სამკითხველოები 35 35 35 2 სამედიცინო დაწესებულებების სამკურნალო კაბინეტები 40 40 40 3 საცხოვრებელი და საძილე სათავსები 35 30 30 4 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების სამკურნალო და სარეაბილიტაციო პალატები 35 30 30 5 სასტუმროების/ სასტუმრო სახლების/ მოტელის ნომრები 40 35 35 6 სავაჭრო დარბაზები და მისაღები  სათავსები 55 55 55 7 რესტორნების, ბარების, კაფეების დარბაზები 50 50 50 8 მაყურებლის/მსმენელის დარბაზები და საკრალური სათავსები 30 30 30 9 სპორტული დარბაზები და აუზები 55 55 55 10 მცირე ზომის ოფისების (≤100 მ 3 ) სამუშაო სათავსები და სათავსები საოფისე ტექნიკის გარეშე 40 40 40 11 დიდი ზომის ოფისების (≥100 მ 3 ) სამუშაო სათავსები   და სათავსები საოფისე ტექნიკით 45 45 45 12 სათათბირო სათავსები 35 35 35 13 ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან დაბალსართულიან (სართულების რაოდენობა ≤6) საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საბავშვო და სოციალური მომსახურების ობიექტებს 50 45 40 14 ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს (სართულების რაოდენობა >6), კულტურულ, საგანმათლებლო, ადმინისტრაციულ და სამეცნიერო დაწესებულებებს 55 50 45 15 ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან სასტუმროებს, სავაჭრო, მომსახურების, სპორტულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს 60 55 50 შენიშვნა:

1.იმ შემთხვევაში, თუ როგორც შიდა, ისე გარე წყაროების მიერ წარმოქმნილი ხმაური იმპულსური ან ტონალური ხასიათისაა, ნორმატივად ითვლება ცხრილში მითითებულ მნიშვნელობაზე 5 დბ A-ით ნაკლები სიდიდე.

2.აკუსტიკური ხმაურის ზემოაღნიშნული დასაშვები ნორმები დადგენილია სათავსის  ნორმალური ფუნქციონირების პირობებისთვის, ანუ, როცა სათავსში დახურულია კარები და ფანჯრები (გამონაკლისია ჩაშენებული სავენტილაციო არხები), ჩართულია ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე განათების მოწყობილობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ამასთან, ფუნქციური (ფონური) ხმაური (მაგ., ჩართული მუსიკა, მომუშავეთა და ვიზიტორთა საუბარი) გათვალისწინებული არ არის. დანართი №1 1 საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №370 - ვებგვერდი, 29.10.2024წ. ქარის ელექტროსადგურებთან მიმართებით აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები (ბგერის დონეები) დასაშვები ნორმები 1 საათი LAეკვდბA ტერიტორიების გამოყენებითი ფუნქციები დღე – 07:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე ღამე – 22:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან საცხოვრებელ სახლებს, ინსტიტუციურ ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებებს 55 45 ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან ინდუსტრიულ ან/და კომერციულ დაწესებულებებს 70 70 დანართი №2 აკუსტიკური ხმაურის დონის ზედამხედველობა და კონტროლი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე (მეთოდური მითითებები)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ტექნიკური რეგლამენტი - „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44153977¹32 (და…1 (და…1 (და…108684595 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსტექნიკური რეგლამენტი -…საქართველოს სივრცის და…ატმოსფერული ჰაერის დაც…ნიადაგის დაცვის შესახე…სამოქალაქო უსაფრთხოები…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა