1.ამ დოკუმენტით განსაზღვრული მიზნიდან გამომდინარე (ხმაურის დონის ექსპერტული შეფასება), ნორმირებადი პარამეტრია ხმაურმზომის A სკალით გაზომილი ბგერის დონე LAდბA მუდმივი ხმაურის, ხოლო ბგერის ეკვივალენტური დონე LAეკვდბA – არამუდმივი (ცვლადი) ხმაურის შემთხვევაში.
2.საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები (ბგერის დონეები) განსაზღვრულია №1 დანართით.
3.ქარის ელექტროსადგურებთან მიმართებით აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები (ბგერის დონეები) განსაზღვრულია №1 1 დანართით.
4.აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღისა (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის, ხოლო ქარის ელექტროსადგურებთან მიმართებით − დღისა (07:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე) და ღამის (22:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის.
5.აკუსტიკური ხმაურის დონის გაზომვა ტარდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, ამ დოკუმენტით განსაზღვრული წესით (დანართი №2). საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №370 - ვებგვერდი, 29.10.2024წ.

