საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

მუხლი 20. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის სახელფასო დანამატი

რედაქცია №46 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა) სახელფასო დანამატი არ ეძლევათ.

2.საქართველოს მთავრობის წევრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისთვის, შეიძლება მიეცეთ სახელფასო დანამატი ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1754 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №45 · ძალაშია 26 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
748581558¹21212319636420
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო დაწესებულებაში …საქართველოს სახელმწიფო…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს ყოფილი უმა…საჯარო სამართლის იურიდ…სამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №46 · ბოლოს შემოწმდა